diariodecadiz: "კადისი" არ აპირებს შენგელიას მთელი ზაფხული ელოდოს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა diariodecadiz წერს, რომ "კადისი" არ აპირებს შენგელიას მთელი ზაფხული ელოდოს და ქართველის ალტერნატივაზე დაიწყო მუშაობა. გამოცემის მიხედვით, "კადისმა" შენგელიას ერთი ალტერნატივა "ჟინორაში" იპოვა ჩოკო ლოსანოს სახით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არაა გამორიცხული ლევან შენგელია "კადისი" ფეხბურთელი გახდეს, ეს ტრანსფერი ისეთი მოსალოდნელი აღარ არის, როგორიც 2 კვირის წინ იყო. შენგელიას ბოლო განცხადებამ, რომ მისით რამდენიმე კლუბი ინტერესდება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, "კადისის" მესვეურები დაარწმუნა, რომ ალტერნატივების ძებნა, რაც შეიძლება მალე უნდა
დაეყწოთ.

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბრამდე გრძლედება და ჯერ კიდევ 2 კვირა არის დარჩენილი მის დახურვამდე. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.