ლევან შენგელია: ყველაფერი იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა eldesmarque წერს, რომ თბილისის "დინამოს" შემტევი ლევან შენგელია თურქულ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და შესაბამისად, მისი "კადისში" გადასვლის შანსებიც აღარ არსებობს.

გამოცემის მიხედვით, თურქული კლუბის შეთავაზება უფრო მისაღები აღმოჩნდა ქართველისთვის და სტატიის ავტორის მიხედვით, ეს შენგელიამ მათთან საუბარში აღნიშნა.

"საქმე იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა", - უთხრა შენგელიამ გამოცემას.

საქართველოს ჩემპიონატსა და განსაკუთრებით, ევროპა ლიგაზე კარგი თამაშის გამო ლევან შენგელიამ რამდენიმე კლუბის ინტერესი დაიმსახურა. პირველი შეთავაზება "კადისმა" გააკეთა, შემდეგ იყო "ტენერიფე", თუმცა, როგორც
ჩანს, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ თურქეთში წავა.