ცნობილი გახდა თურქული კლუბის ვინაობა, რომელსაც ლევან შენგელიას გადაბირება სურს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა eldia.es, რომელიც "ტენერიფეს" ამბებს აშუქებს ხოლმე, აცხადებს, რომ "ქონიასპორი" არის ის თურქული კლუბი, რომელმაც ლევან შენგელიას უკეთესი კონტრაქტი შესთავაზა.

გამოცემის მიხედვით, ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არაა, თუმცა კანარის კუნძულების გუნდმა უკვე დაიწყო ახალ ვარიანტზე მუშაობა და ნაკლებად სავარაუდოა ქართველი გარემარბის ესპანურ კლუბში გადასვლა.

რაც შეეხება "ქონიასპორს", გუნდმა გასული სეზონი თურქეთის სუპერლიგაში მე-8 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად 3 ქულა დააკლდა. წლევანდელი ჩემპიონატი კი "ანკარაგიუჯიუსთან" სახლში ნათამაშები ფრით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ