საქართველოს ქალთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი წლის სადებიუტო შეხვედრას ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ 30 აგვისტოს, სტუმრად გამართავს.

ამ დროისთვის ქალთა ნაკრები 18 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ბოსნია-ჰერცეგოვინიდან დაბრუნების შემდეგ, 3 სექტემბერს ქართველი გოგონები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჯგუფის ფავორიტს, იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამგზავრებამდე კი, ქართველი გოგონები 27 აგვისტოს, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ღია ვარჯიშს გამართავენ. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელი პროცესის გადაღება 18:00 საათიდან შეუძლიათ.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (“ერეგლი ბელედიესპორი”, თურქეთი), თათია
გაბუნია (“ლანჩხუთი”)

მცველები: ნინო სუთიძე (“ნიკე”, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (“ლანჩხუთი”), მარიამ კალანდაძე (“ლანჩხუთი”), ელენე რაუხი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (“ნიკე”, თბილისი)

ნახევარმცველები:
ნინო პასიკაშვილი (“ნიკე”, თბილისი), ხატია ჭყონია (“ლანჩხუთი"), თეონა თოდაძე (“ლანჩხუთი”), თეონა ბაქრაძე (“ჰაკარი გუჯუ", თურქეთი), მარიამ დანელია (“ლანჩხუთი”), თამარ ეპიტაშვილი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), ირინა ხაბურზანია (“ლანჩხუთი”)

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (“ჟალგირისი”, ვილნიუსი, ლიეტუვა), ლელა ჭიჭინაძე (“ედნისტ-პლისკი”, უკრაინა), ნათელა წოწერია (“ლანჩხუთი”), თამრიკო სალუქვაძე (“ლანჩხუთი”)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლანჩხუთის ნაკრებზე მოუგია იტალიას:)ყოჩაღ გოგოებო
Mosexoneli
04 სექტემბერი 2019 09:32
0

სიახლეები პოპულარული