გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან - რა შემთხვევაში გავა საქართველო ელიტ-რაუნდში?

AutoSharing Option
ფოტო: gff.ge

დღეს, 27 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება მეინ-რაუნდის მატჩი საქართველოს ფუტსალის ნაკრებსა და ფინეთის გუნდს შორის. სწორედ ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა საქართველოს ფუტსალის ნაკრები ელიტ-რაუნდში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისათვის ბოლო დასაძლევი ეტაპი იქნება. 

საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე მეინ-რაუნდი მასპინძლების დამარცხებით დაიწყო - 3:2. მეორე შეხვედრაში კი, ესპანეთთან 2:3 დამარცხდა. ჩვენს ნაკრებს ბურთების შეფარდება 5:5-ზე აქვს და ბოლო მატჩის წინ ჯგუფში მეორე ადგილზეა. ესპანეთმა, კი უკვე გაინაღდა ელიტ რაუნდში თამაში.

ფინეთის ნაკრებმა ესპანეთთან 1:4 წააგო, ხოლო პოლონეთს
3:2 მოუგო და ბურთების სხვაობა -2 აქვს. ამიტომ, ფინელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად სჭირდებათ ჩვენი დამარცხება, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები გავა ელიტ-რაუნდში.

რაც შეეხება პირველ ადგილს, მეინ-რაუნდში უპირატესობა ბურთების სხვაობას ენიჭება. თუ ჩვენ ფინელებს მოვუგებთ და ესპანეთი პოლონეთთან წააგებს, შესაძლებელია პირველ ადგილზეც კი გავიდეთ ჯგუფში. თუმცა, ბუნებრივია, ამის შანსი ძალიან მცირეა.

altსაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მასპინძელ პოლონეთს დაძაბულ ბრძოლაში სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სად შეიძლება ვუყუროთ?
სოსო
19:57 27-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული