ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ელიტ-რაუნდში ვერ გავიდა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ ზიელონა გორაში, ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მესამე და გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ნაკრები ფინეთთან 2:5 დამარცხდა და ელიტ-რაუნდში ვერ გავიდა.

თავიდან მეტოქე დაწინაურდა. ცოტა ხანში არჩილ სებისკვერაძემ საპასუხო გოლი გაიტანა, თუმცა ფინელებმა მაინც მოახერხეს პირველი ტაიმის მოგება - 2:1.

შესვენების შემდეგ სებისკვერაძემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ სამწუხაროდ, შემდეგ მოწინააღმდეგემ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

არადა, ჩვენს გუნდს ჯგუფური ბარიერის გადასალახავად ფრეც აძლევდა ხელს.

შეგახსენებთ, აქამდე ჯგუფში ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა პოლონეთი 3:2 დაამარცხა, ესპანეთთან კი
2:3 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ქონდა საქართველოს მოგებაზე-1.45 წააყომარეს
გრიგოლ1408
28 ოქტომბერი 2019 00:30
1
სამწუხაროდ კუპატაძის უხეშმა შეცდომამ გააშვებინა ნაკრებს მესამე გოლი. სწორედ ეს იყო გარდამტეხი. ჩვენი მეკარე ძალიან გამოცდილა და ასეთი ფატალური შეცდომა მითუფრო გასაკვირია. სამწუხარო შედეგია ძალიან, არადა საქმის 70% უკვე გაკეთებული იყო.
ანესთეზეოლოგი
27 ოქტომბერი 2019 22:19
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული