საქართველოს ქალთა ნაკრები იტალიასთან 0:6 დამარცხდა და უქულოდაა

AutoSharing Option
8 ნოემბერს, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 0:6 დამარცხდა.

ქალაქ ბენევენტოში ჩატარებულ მატჩში ჯგუფის ლიდერმა იტალიამ საქართველოს ნაკრებს პირველივე ტაიმში 5 უპასუხო გოლი გაუტანა, საბოლოოდ კი 6:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ოთხივე შეხვედრა წააგო (ბურთების შეფარდება 1:16) და 12 ნოემბერს სტუმრად დანიას დაუპირისპირდება.

საქართველო: გაბუნია, ტატუაშვილი, სუთიძე, კალანდაძე, რაუხი, პასიკაშვილი, თოდაძე, ციკოლია (დანელია 55), ბაქრაძე, ჭიჭინაძე, მატვეევა (ჩემინავა 73)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი ნაკრებია და მწვრთნელი ყავთ ძალიან ცუდი,,დავიჯერო ფედერაცია ამას ვერ ხედავს? ან როგორ იქცევა მინდორზე
gizo
08 ნოემბერი 2019 23:48
5

სიახლეები პოპულარული