გარდაიცვალა ფირუზ კანთელაძე

AutoSharing Option
70 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის "დინამოს" დიადი თაობის ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე.

კანთელაძე "დინამოს" ცენტრალური მცველი იყო. მის ღირსებას 1967-79 წლებში იცავდა. 277 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გახდა სსრკ-ის ჩემპიონი, ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი და თასის ორგზის მფლობელი.

1979 წელს თბილისის "დინამომ" თასის ფინალში "არარატი" 3:0 დაამარცხა და ერთი გოლი სწორედ მან გაიტანა.

1967 წელს კანთელაძე საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ორჯერ შეიყვანეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

sportall.ge უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახსა და
ახლობლებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
1979 წელს ფინალში მოსკოვის დინამოს მოვუგეთ პენალტებით, "არარატს" 3:0 კი 1976 წელს.
თენგო
18:57 01-12-2019
0
1978 წლის სსრკ-ს ჩემპიონის, თბილისის დინამოს უცვლელი 3 ნომერი, ჩივაძე მაშინ 6 ნომერი იყო, ზოგჯერ 10 ნომრითაც ათამაშებდნენ.
ბმბ
22:37 11-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული