გარდაიცვალა ფირუზ კანთელაძე

AutoSharing Option
70 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის "დინამოს" დიადი თაობის ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე.

კანთელაძე "დინამოს" ცენტრალური მცველი იყო. მის ღირსებას 1967-79 წლებში იცავდა. 277 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გახდა სსრკ-ის ჩემპიონი, ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი და თასის ორგზის მფლობელი.

1979 წელს თბილისის "დინამომ" თასის ფინალში "არარატი" 3:0 დაამარცხა და ერთი გოლი სწორედ მან გაიტანა.

1967 წელს კანთელაძე საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ორჯერ შეიყვანეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

sportall.ge უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახსა და
ახლობლებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნათელში იყოს მისი სული!
თქვენისთანებმა შემაყვარეთ ეს ოხერი ფეხბურთი ბატონო ფირუზ.
მაგარი მცველი,მაგარი და როგორც გამიგია თავმდაბალი პიროვნება!
თქვენ ხართ ისტორია რომელიც საუკუნეებს გაუძლებს-ბატონო ფირუზ!!!
Jordan Beli
09:35 11-11-2019
0
ძალიან დამწყდა გული.ფირუზ კანთელაძე არ იყო გუნდის ვარსკვლავი,მაგრამ იყო მცველი,რომელიც მოკვდებოდა და თავდამსხმელს,კარისაკენ არ გაატარებდა.გულშემატკივარს გამორჩევით გვიყვარდა,თავისი თავგანწირვის და ადამიანური თვისებების გამო.ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული
სოსო
11:57 11-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული