საქართველოს ქალთა ნაკრები დანიასთან 0:14 განადგურდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ნოემბერს, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ქალთა ნაკრები ვიბორგში დანიასთან 0:14 დამარცხდა.

პირველი ტაიმი დანიამ 10:0 მოიგო, მეორე ტაიმში კი 4 გოლის გატანა "იკმარა".

რა თქმა უნდა, დანიასთან გამარჯვებას არავინ ელოდა, მაგრამ პირველ წრეში ამ გუნდთან ჩვენმა ნაკრებმა თბილისში 0:2 წააგო და მთლად ასეთი შედეგი მოულოდნელი იყო.

ლევან ბაჯელიძის შეგირდებმა ჯგუფში ხუთივე შეხვედრაში მარცხი იწვნიეს (ბურთების შეფარდება 1:30) და 5 მარტს მალტას უმასპინძლებენ.

საქართველო: გაბუნია (სუხაშვილი 46), ტატუაშვილი, სუთიძე, კალანდაძე, რაუხი, პასიკაშვილი, თოდაძე, ციკოლია (ჩემინავა 46), ბაქრაძე,
ჭიჭინაძე (დანელია 46), მატვეევა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამათ ბურთი პირველად დაინახეს მე მგონი
sad
13 ნოემბერი 2019 22:34
0
მეკარე კოსმოსშია!! არც ერთ ბურთზე არ განძრეულა!!
buba
13 ნოემბერი 2019 15:03
0
...და ჩვენი ეროვნული ნაკრები(მამაკაცების) რომ შეხვდეს მაგ დანიას?!...
... დედას ვუტირებთ!!!
არა მკითხე მოამბე
13 ნოემბერი 2019 14:44
0
მწვრთნელი არ უნდა წავიდეს? თუ მემკვიდრეობით აქვს რგებული ეს ადგილი?
ლოკი
13 ნოემბერი 2019 13:17
0
რა საჭიროა ყველაფრის ნაკრები გვყავდეს? საცოდაობაა ამათი ყურება. საერთოდ ნუ გამოვდივართ ტურნირებზე. ხომ ხედავთ თავი გვეჭრება.
ჰმ!
13 ნოემბერი 2019 11:30
0
ეს დაკუნთულფეხებიანი დედაკაცებიც ჩვენი გადასახადებიდან ფინანსდება?))))))) და თუ ფულის უაზრო გადაყრაა, მხატრული ტანვარჯიში, სინქრონული ცურვა და ესეთი სახეობები მაინც დავაფინანსოთ, ქალებს მაინც ჰგვანან და სიამოვნებით მაინც შეხედავ
llcl
13 ნოემბერი 2019 07:53
2
მართალი ბრძანდებით. ან შევიკრიბებით კომუნისტების დროინდელი სპორტსმენები და მაგათზე უკეთ ვითამაშებთ ფეხბურთს. ისედაც საერთო ფიზიკური მომზადებისთვის სულ ვთამაშობდით.
მე
13 ნოემბერი 2019 12:32
0

სიახლეები პოპულარული