"შვეიცარიასთან მატჩს რაც შეეხება, იყო განსხვავებული ორი ტაიმი, თუმცა მეორე ნახევარში ვაჯობეთო, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია.
არის თამაშები, რაღაცას ვშვრებით თითქოს, თუმცა ღირსეული წაგეგებით უკვე დავიღალეთ.
ძალიან მინდა გასახარი რამ ვთქვა, თუმცა ტყუილების რახარუხს ვერ დავიწყებ. ოპტიმიზმის ასეთ საფუძველსაც ვერ ვხედავ. გიბრალტარის გარდა ჯგუფში თამაში ვერცერთ გუნდს მოვუგეთ. მათთან და ყაზახეთთან მოგებებით შევიქმენით ფონი.
მე მოყვარეს პირში უზრახეს პრინციპით ვამბობ ამას. შეხედეთ ჩვენს კლუბებს, ჩვენს საკლუბო ფეხბურთს
თქვენ ხედავთ ეროვნული ჩემპიონატის პროგრესს? 6 გუნდია ეროვნულ ლიგა 1-ში ხელფასი რომ არ აუღიათ ფეხბურთელებს, ქუთაისის "ტორეპდო" დაშლის პირასაა, იქ კორუფცია და ჩაწყობილი თამაშების ეს მასშტაბები 20 წელია ფეხბურთში ვარ და არ მინახავს.
თუ ჩვენს თვალებში ნაცრის შეყრა გვინდა, ვიძახოთ, რომ ყველაფერი კარგად არისო, თუმცა მე ვერ ვხედავ და ვინც ხედავს, გაატარეთ.
გეტყვით რითიც ვაფასებ პროგრესს. საჩხერის "ჩიხურა" დიღმის ტყეპარკში ვარჯიშობდა ევროთასების თამაშების წინ. ვხედავ "ტორპედოს", "ვიტ-ჯორჯიასა" და ბოლნისის "სიონს" და რა ოპტიმიზმზე უნდა ვისაუბრო.
მესმის, არის მცდელობები, ყველა რაღაცას ვწვალობთ, თუმცა მე ძალიან ცუდად ვხედავ ჩვენს ჩემპიონატს, განსაკუთრებით იმას, რაც ეროვნულ ლიგა 2-ში ხდება."
საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]
ვლადიმირ ვაისი: მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით - ერთი შეცდომა დავუშვით და დავმარცხდით
გეკითხებით მე თქვენ, ეს არის ქართული ფეხბურთის დონე და ეს არის ის ადგილი სადაც უნდა იდგეს ქართული ფეხბურთი? თუ არ გინდათ დიდი ერობა მოკვდით მაშინ.
ბოლო მოსაზრების ვერსია ასეთია:
თუ ვინმეს უნდა კერძო კლუბთა პროფლიგა, შეიკრიბონ და გააკეთონ კი მოგროვდება 10 კერძო კლუბი და არავითარი სახელმწიფო ფული მათ.
დანარჩენ სხვებს კი მხოლოდ სამოყვარულო ფეხბურთის ფორმატში მიეცეს წლიური 200 000 ლარი და არა 50 000 და გაერთვნენ, ვისაც ამბიცია ექნება გაიზრდება აქედან, ვისაც არა, მხოლოდ ბურთს გააგორებს და ვერავინ იტყვის რომ ფეხბურთი მოკვდაო. 32 კლუბის 200 000-ით დაფინანსება სამოყვარულო 1-2 ლიგებად ეს ისედაც არის 6,4 მილიონი ლარი და ეყოფაათ სეზონზე ჩემპის 30 მატჩისა და 10 ამხანაგურ-სათასო შეხვედრებზე.
უკვე სხვა ვარიანტები არ რჩება.