სკამები, აუდიოსისტემა, ტაბლოს კონსტრუქცია - ბათუმის სტადიონის მშენებლობა ბოლო ეტაპებისკენ მიდის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის სტადიონის მშენებლობა ბოლო ეტაპებისკენ მიდის - უკვე დაიწყო სკამების დამონტაჟება, გახმოვანების სისტემა და ტაბლოს ლითონის კონსტრუქცია კი უკვე დამონტაჟებულია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სავეგეტაციო ფენის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ფაზაზე გადავიდა. ამ ეტაპის გავლის შემდეგ მინდვრის საფარის დაგება დაიწყება. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდასარემონტო და ტრიბუნების კოსმეტიკური სამუშაოები.

სულ ცოტა ხნის წინ ტაბლოს ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი დასრულდა. გამოსახულების რეზოლუცია Full HD-ია და მისი გარჩევა სტადიონის ნებისმიერი მონაკვეთიდან იქნება შესაძლებელი.

უკვე დაიწყო სკამების დამონტაჟების პროცესი. სტადიონზე ორი სახის სკამები იქნება: სტაციონალური და დასაკეცი.
სკამები უმაღლესი სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული. ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადი, ანტივანდალური და ცეცხლმედეგია.

აქამდე მრავალჯერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის სტადიონი მზად მომავალი წლის დასაწყისში უნდა იყოს. საქართველოს ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩს ბათუმის "დინამო" ახალ სტადიონზე გამართავს.

ასევე, იყო მოსაზრება, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი სწორედ ბათუმში გამართულიყო, თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა.


Sportall.Ge

მომზადებულია facebook.com/ltdstadium-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
Mishas dzveli rom ardaemtvria,es stadioni ariqneboda batumshi,aserom madloba mishas.
Roma ochamchireli
16:41 20-11-2019
4
ზუგდიდის სტადიონი დაიკიდეთ სამში გრძელზე????
ბაჩი
15:54 20-11-2019
1

სიახლეები პოპულარული