ევრო 2021. ნიონში საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
29 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17 წლამდე და 19 წლამდე გოგონათა შორის ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-11 ჯგუფში ნორვეგიის, ჩეხეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის 17-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფს 2020 წლის 21 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, ბოსნია-ჰერცეგოვინა უმასპინძლებს. ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი ასპარეზობას ელიტ-რაუნდში გააგრძელებს. 17 წლამდე გოგონებს შორის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს ბელარუსი უმასპინძლებს.

რაც შეეხება საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებს, ჩვენი გუნდი ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე მე-11 ჯგუფში
ფინეთის, ისლანდიისა და ბულგარეთის 19-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრები 2020 წლის 21-27 ოქტომბერს ბულგარეთში გაიმართება, შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას კი ამ შემთხვევაშიც ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი მოიპოვებს. ევრო 2021-ის ფინალურ ეტაპს ფარერის კუნძულები უმასპინძლებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით