საქართველოს ფუტსალის ნაკრები ბელგიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩები 2 და 3 დეკემბერს ბელგიის ქალაქ ჰერენტალსის სპორტის სასახლეში გაიმართება. ბელგია-საქართველოს ორივე მატჩი ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე გამართავს. მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა უახლოესი მატჩებისთვის 14 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: ზვიად კუპატაძე ("გაზპრომ-იუგრა", რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია ("თელასი", თბილისი)

​მცველები: შოთა თოფურია ("თელასი", თბილისი), მიხეილ თევზაძე ("თელასი", თბილისი),
ბექა ბექაური ("კავკასიის უნივერსიტეტი", თბილისი)

​ნახევარმცველები: ნიკოლოზ კურტანიძე ("პსპ", თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვული ("თელასი", თბილისი), კახაბერ მაისაია ("სალინესი", ბოსნია-ჰერცეგოვინა), ნუკრი ჭუმბურიძე ("თელასი", თბილისი), გიორგი ღავთაძე ("კავკასიის უნივერსიტეტი", თბილისი)

​თავდამსხმელები: ირაკლი თოდუა ("თელასი", თბილისი), გიორგი სილაგავა ("რედ დრაგონსი", პოლონეთი), არჩილ სებისკვერაძე ("სვაროგი", ჩეხეთი), ჯანიკო გიორგაია ("თელასი", თბილისი)

​ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები F ჯგუფში გერმანიის, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრები 29 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული