სამწუხაროდ, ფოთის "კოლხეთს" ძალიან რთულად აქვს საქმეები და გუნდი ლიგა 3-ში გავარდნასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ფოთელთა ყოფილ კენიელ მცველ ერიკ ოუმა ოტიენოს შესახებ, რომელიც, კენიური წყაროების მიხედვით, შვედური აიკ-ის წევრი გახდა.
ოტიენო, რომელსაც სამშობლოში მარსელოს ეძახიან, აიკ-ს ქვედალიგელ "ვასალუნდიდან" შეუერთდა და მომავალი სეზონისთვის მზადებას ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს.
აიკ-ი კი, რომელიც სკანდინავიური ქვეყნის ჩემპიონატის 2018 წლის გამარჯვებული იყო, შვედეთის ახალდამთავრებულ ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდა და გამარჯვებულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა.
ოტიენომ ფოთის "კოლხეთში" ნახევარი სეზონი გაატარა 2017
წელს, ახლა კი სტოლკჰოლმში განაგრძობს კარიერას.