ზამთრის თასი: საქართველოს ნაკრები ფინალში უკრაინასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ბათუმში ჩატარებული ზამთრის თასის ფინალში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა.

მეორე ტაიმში უკრაინელები უპირატესობას დაეუფლნენ. რამდენჯერმე მეკარე რევიშვილმა შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა, თუმცა საფინალო სასტვენამდე ორიოდ წუთით ადრე ციხმეისტრუკმა მაინც გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი.

პირველ მატჩი ჩვენმა გუნდმა უეფას ნაკრებს 5:2 მოუგო (გოლები სირაძემ, რევაზიშვილმა, დემეტრაძემ და იაშვილმა (2) გაიტანეს). შემდეგ ფიფას გუნდს 5:3 სძლია (იაშვილი (2), მარცვალაძე (2), ამისულაშვილი), ნახევარფინალში კი თურქეთი ამისულაშვილისა და მარცვალაძის გოლებით 2:1 დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდრე იაშვილი აღიარეს, მეკარედ - უკრაინელი ვიტალი რევა,
ხოლო 4 გოლით ბომბარდირი გეორგიოს კარაგუნისი გახდა.