საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2020-ისთვის მზადების პროცესში აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა, რომელიც ვარკეთილის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე ანასტასია ბოლქვაძემ გაიტანა.

საქართველო: გაბელაია, რაუხი, ჯოჯუა (გურიელიძე, 66), ქადაგიშვილი (გოცირიძე, 49), კახნიაშვილი, წულაია ( აკობიძე, 66), დანელია, ბებია, ბოლქვაძე, მწყერაშვილი (მინაძე, 29), ეჯიბია

​სათადარიგო შემადგენლობა: მარკოიძე, ძაძუა, მოზაიძე
​მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
​მსაჯები: ბორის გლუშჩუკი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, სოფიკო რიჟამაძე

​საქართველოს და აზერბაიჯანის 19 წლამდე
გოგონათა ნაკრებების მეორე ამხანაგური დაპირისპირება 29 იანვარს, 14:00 საათზე, კვლავ ვარკეთილის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართება.

​შეგახსენებთ, 2020 წელს 19 წლამდე გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის გოგონათა ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ევრო 2020 საქართველოში 21 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საუკეთესოს ტიტულისთვის ევროპის რვა ნაკრები იბრძოლებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული