თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამომ" ამხანაგურ მატჩში პლოვდივის "ლოკომოტივს" 2:0 სძლია, რომელიც ბულგარეთის ჩემპიონატზე მესამე ადგილზეა.
ანგარიში მე-17 წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა, ხოლო 65-ე წუთზე ლადო დვალიშვილმა მეორე გოლი გაიტანა.
ეს შეკრებაზე აჭარული გუნდის მესამე მატჩი იყო - აქამდე კრაკოვის "ვისლას" დაუზავდა (1:1), სერბეთის "რადნიჩკი" კი დაამარცხა (3:1).
ბათუმის "დინამომ" "რადნიჩკის" 3:1 მოუგო
მხოლოდ ბრაზილიური გოლები - ბათუმის "დინამო" კრაკოვის "ვისლას" დაუზავდა