ინგლისში თასების მფლობელთა თასზე გამოცემული წიგნის ყდა "დინამოს" ფოტომ დაამშვენა

AutoSharing Option
ინგლისელმა სტივენ სკრეგმა წიგნი გამოსცა თასების მფლობელთა თასის შესახებ  - "დროში გაყინული ტურნირი" და მისი გარეკანი თბილისის "დინამოს" სურათით დაამშვენა - 1981 წლის 13 მაისს ვლადიმერ გუცაევი "კარლ ცაისთან" ანგარიშს ათანაბრებს.

"სამივე ტურნირი განსხვავებული გახლდათ: ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი შედეგების მიმღწევები მონაწილეობდნენ, უეფას თასზე - მაგარი ბიჭები, ხოლო თასების მფლობელთა თასი თავისი უნიკალური ექსცენტრიკული ფორმებით გამოირჩეოდა. მისი მოპოვება, ზოგიერთი ევროგრანდისგან განსხვავებით, "მაგდებურგმა" და თბილისის "დინამომ" მოახერხეს. ეს თასების მფლობელთა თასის ისტორიაა", - წერს ავტორი შესავალში.

წიგნის ფასი 12.04 ფუნტია.