გაირკვა მიზეზი, თუ რატომ არ შეხვდა ცსკა "საბურთალოს"

AutoSharing Option
"საბურთალომ" თავისი ვებგვერდით მოსკოვის ცსკა-სთან დანიშნული საკონტროლო შეხვედრის ჩაშლის მიზეზი განმარტა:

"ცსკა-სთან სპარინგ-მატჩი, რომელი დღეს, 9 თებერვალს უნდა გამართულიყო, მეტოქე გუნდის თხოვნით აღარ ჩატარდება. წერილში, რომელიც ჩვენმა კლუბმა ცსკა-სგან მიიღო, ნათქვამია, რომ რუსულ კლუბს 9 თებერვალს "ზენიტთან" უწევს ამხანაგური შეხვედრა. ასევე, გუნდს შეეცვალა გეგმები, რის გამოც ამხანაგური მატჩის გაუქმება უწევს. "არმიელები" ბოდიშს იხდიან აღნიშნული ფაქტის გამო და იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალში გამართავენ ჩვენთან სპარინგ-მატჩს.

რაც შეეხება "საბურთალოს" მომდევნო სპარინგ-მეტოქეს, მოგვიანებით გაირკვევა. დასკვნით ამხანაგურ მატჩს კი ჩვენი გუნდი გეგმის მიხედვით 13
თებერვალს, ესპანურ "ალკოიანოსთან" გამართავს".

ტეგები: