თბილისის "დინამო" კიეველ თანაკლუბელებთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ბოლო ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" კიევის "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.

ანგარიში 24-ე წუთზე კანძერამ გახსნა, მეორე გოლი კი 53-ე წუთზე რუსინმა გაიტანა. 86-ე წუთზე თბილისელებს ერთი საპასუხო გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრმ კუხიანიძეს პენალტი მეკარე ბუშანმა აუღო.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, სანდოხაძე, ბენიო, კობოური, ნინუა, პაპავა, კუცია, პანგოპი, ქიმაძე, ორშულა

შეცვლაზე შევიდნენ: ახვლედიანი,იაშვილი, ზარია, ლოჩოშვილი, ქარდავა, ბუღრიძე, კუხიანიძე, პერნამბუკუ, კალანდაძე, პერალესი

თბილისის "დინამომ" შეკრებაზე აქამდე 6 სპარინგი გამართა: რუმინეთის "ვოლუნტართან" (1:3), ბულგარეთის "არდასთან" (2:3), კრაკოვის "ვისლასთან" (2:3), სერბეთის
"რადნიკთან" (2:2), სერბეთის "მლადოსტთან" (0:1) და უკრაინის "ოლეკსანდრიასთან" (1:0).

მკითხველის კომენტარები / 7 /
მახსოვს მარბელას თასზე ზესტაფონმა რომ შემოუტრიალა მეორე ტაიმში კიევის დინამოს.შევჩენკოც თამაშობდა.გოლები ზესტაფონიდან გორგიაშვილმა და წინამძღვრიშვილმა გაიტანეს.პენლებში 5^4 წავაგეთ.ფიფიამ გამაზა.
leqso
11:23 16-02-2020
0
ukve meramdened, caagebs dinamo da cavidaaaaa kopili torpedoelebis lanzgva , ro moigo da prec ro itamacha machinac lanzgavden, kvasxvazem penalti moigeria, aravis uxsenebia , me sul ar managvlebs magati bedi, da ro gvatenit ak kopil torpedoelebs, aravis chirdeba torpedochi mageni, tavisi mcvrtnelianad, gmertma mchvidobachi mogaxmarot, torpedo citeli jvari kiaraa kvela ro mivigot, vinc girsia da girseulad ekceva torpedos da kutaiss imas vgebulobt marto, da arc varchevt kidev kutaiselebat da arakutaiselebat, torpedo aris erti didi ojaxi da ase ikneba sul.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული