გიორგი ქინქლაძე: "მანჩესტერ სიტის" აკადემიის საქართველოში გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ საქართველოს "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" "ქალაქელთა" აკადემიის საქართველოში გახსნაზე ისაუბრა. 

"მოლაპარაკებები მაქვს "მანჩესტერ სიტის" მფლობელებთან. ამ კლუბის საფეხბურთო აკადემიის საქართველოში გახსნის დიდი სურვილი მაქვს. ამას სირთულეები მოჰყვება, რადგან მათ თავიანთ მოთხოვნები და სტანდარტები აქვთ. აკადემიის ტერიტორია მინიმუმ 5 ჰექტარი უნდა იყოს, 8 მოედანი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 150-ნომრიანი სასტუმრო, აუზი, ტრენაჟორები. მოკლედ, ყველაფერი, რაც საფეხბურთო აკადემიის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი" – განაცხადა გიორგი ქინქლაძემ "ტაიმაუტში" სტუმრობისას.

არა მხოლოდ სახელით სარგებლობის უფლებას მოგვცემენ, არამედ თავადაც მიიღებენ
მონაწილეობას მის აშენებაში. თუ ეს აკადემია გაკეთდა, მწვრთნელებმა ინგლისში სტაჟირება უნდა გაიარონ, ფეხბურთელებმა "სიტის" პროგრამით უნდა ივარჯიშონ. საჭირო თანხები, რეალურად, "მანჩესტერ სიტისთვის" არის ორი საშუალო ფეხბურთელის წლიური ჯამაგირი. მთავრობაც უნდა დაგვეხმაროს. ამხელა კლუბი საქართველოში რომ შემოდის, ისტორია უკვე იციან, რამდენი ფეხბურთელი გაუზრდიათ ამა თუ იმ ქვეყანაში, სად და რომელ წლებში ვინ წავიდა. ამიტომ იციან, რომ აქ ფეხბურთელები იზრდებიან და ხელის შეწყობა უნდათ. ამ ყველაფრის გაკეთება კი 2-3 წლის პერსპექტივაში შესაძლებელია", - განაცხადა გიორგი ქინქლაძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნატანებში გახსენი ბიჯო გიოია, ლეკიანში მამისოულს.დდდდ
Kkk
23 თებერვალი 2020 12:42
0
რა ქნას ქინქლაძემ ეძებს რაღაც შემოსავალს, შეჭმული და გადანაწილებულია ყველაფერი საქართველოში.
დავით 67
21 თებერვალი 2020 04:23
0
5 ჰექტარი კიარა ქ.ქუთაისის გარე უბნების ტერიტორია მთლიანად აუთვისებელია...

ჩემის აზრით თუ გაკეთდება უნდა გაკეთდეს სადმე ქუთაისთან მახლობლად...აპა ყველაფერი თბილისში რომ კეთდება...ამიტომ ყველას თბილისში უნდა მერე გადსვლა..და იმიტომაც არის თბილისი გადაჭედილი და სხვა ქალაქები დაცლილი....

წარმატებებს ვუსურვებ...
ქუთაისელი
20 თებერვალი 2020 16:44
5
ქუთეისი ნემეტანი ქარიანია სიმონ, მაგას მრავალჯერ სჯობს სამტრედია ან კლუბ სამტრედიას ყოფილი ბაზა ვეტერინარული ტექნიკუმის ტერიტორიაზე 27 ჰექტარი მიწაა თუ გინდა ქალაქი გააშენე.
kako
21 თებერვალი 2020 12:55
0
სიტიში სხვება არ ვარგოდნენ, აიაქსში გაიბრწყინა სამაგიეროდ... არა აიაქსში მწვრთნელმა გააბრაზა ლიტმანენი ამჯობინა, ალბათ დერბი ქაუნთიში ათამაშდა ხომ? არა იქაც რაღაც "პრობლემები" იყო, რუბინში? ანორთოსისში? ხედავთ ეგეთები ეხლაც ბევრი გვყავს ნიჭიერები მაგრამ იმდენად ზარმაცები და უტვინოები რომ საყვარელი საქმეც კი ეზარებათ
ზორბეგი
20 თებერვალი 2020 16:32
29
მეც მგონია რომ სამდე რეგიონში უნდა გაკეთდეს და არა თბილისის მიმდებარედ, უკეთესი შედეგი იქნება.
Felisio
20 თებერვალი 2020 16:29
1
მორიგი ბლეფი. აკადემია არა ტროლეიბუსი.
რა უნდა საქართველოში სიტის. მეტი საქმე არ აქვთ.
ტროლეიბუსი
20 თებერვალი 2020 16:25
18
ააშენეთ აკადემია ზღვის პირა რეგიონში, სადმე გურია სამეგრელოს გასაყარზე... და სელექცია ჩაატარეთ მაქაურ სოფლებში, ისეთ ტალანტებს იპოვით რომ ყველა კმაყოფილი იქნება
დემე
20 თებერვალი 2020 15:24
4
გახსერნით , რა ჯობია . მაგრამ დააყენებთ მერე იქ ტრენერად , მრცევლად , ასისტენტად ,მენეჯერატ ფულზე გაგიჟებულ ნაცნობ-მეგობრებს , ნატესავ- ძმა ბიჭებს და საქმეც დაიხურება და სკოლაც . ქარავანი კი მიდის და ტაში კუკური
გრიგოლი
20 თებერვალი 2020 15:22
5
ეჰ ქინქი ერთი შენაირი მოგვცა ნაკრებში, როგორ აბითურებდი პრემიერლიგის მცველებს
ემირ
20 თებერვალი 2020 15:15
4
და შედეგი რა მაგარი ქონდა გახსოვს? სიტი საერთოდ გავარდა.
martlaaa
20 თებერვალი 2020 15:54
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული