სუპერთასის მატჩს ქართველი ქალი მსაჯი განსჯის

AutoSharing Option
23 თებერვალს, მიხეილ მესხი 2-ზე 2020 წლის საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩი გაიმართება. ერთმანეთს თბილისური კლუბები, 2019 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონი "დინამო" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი "საბურთალო" შეხვდებიან. სუპერთასის ეგიდით ეს თბილისური კლუბების პირველი დაპირისპირება იქნება. ორივე კლუბი გადამწყვეტი მატჩისთვის და სეზონის წარმატებით განახლებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. ისტორიაში პირველად კი, მას ასისტენტობას ქართველი ქალი მსაჯი ქეთევან გაიპარაშვილი გაუწევს.

სუპერთასი 2020-ს შემდეგი სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება:

არბიტრი - გოგა
კიკაჩეიშვილი

​პირველი ასისტენტი - გიორგი ელიკაშვილი
​მეორე ასისტენტი - ქეთევან გაიპარაშვილი

პირველი დამატებითი ასისტენტი - ირაკლი კვირიკაშვილი
​მეორე დამატებითი ასისტენტი - ალეკო აფციაური

სათადარიგო მსაჯი - ლევან ვარამიშვილი​

​2020 წლის საქართველოს სუპერთასის მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მე პირადათ არ ვემხრობი არანაირად რომ ქალმა მიღოს მონაწილეობო მსაჯის სახით...კაცების ნების მიერ ტურნირზე,რაუნდა ქალს კაცების ტურნირზე?ეა თემა მოდისი გენდერული თანასწორობა და....ათასი სისულელედან,ქალმა უნდა იცოდეს თავის ადგილი მაგალითათ შეუძლიათ იმსაჯონ ქალთა ფეხბურთი,ჭიადაობა და ასე შემდეგ,ხოლო ვისაც არმოგწონთ ჩემი ჩემი აზრი არც გაძალებთ რომ მოიწონოთ მაგრამ განკითხვას და ჭორიკანა ქალებივით დისლაიქებს თავი დანებეთ,დისლაიქი ჩემს აზრს და კაცურ აზროვნებს ვერაფერ ავნებს მაგრა რაღაც წარმოდგენა მექმნება რომ როცა ზოგი ჩვენს აზრს გამოვთქვამთ მაგალითათ ქალ მსაჯებზე რომ არ უნდა იმსაჯონ მაგალითად ფეხბურთის მატჩი ეგრევე გამოხტებიან ცისარტყელიანი დროშის მომხრები და თავიანთ აზრებით ყველგან ეჩრებიან....ყველამ იცოდეს თავის ადგილი ესაა საქართველო და არა ნიდერლანდები...იმედია არ დაბლოკავთ ჩემს კომენტარს ცისარტყელიანი დროშიანების შიშით და კაცობა გეყოფა...
გიორგი777
24 თებერვალი 2020 01:33
2
ესღა გვაკლდა სრული ბდნიერებისთვის
irakli
22 თებერვალი 2020 23:48
24
რას ერჩით თამაში დიდად საყურებელი არ იქნება და ასისტენტს მაინც უყურებთ , ცუდი საყურებელი მანდილოსანი ნამდვილად არაა:-)
სიმართლე
22 თებერვალი 2020 23:44
10
რას ერჩით თამაში დიდად მოსაწონი არ იქნება და ასისტენტს მაინც უყურებთ , ცუდი საყურებელი ნამდვილად არაა:-)
სიმართლე
22 თებერვალი 2020 23:42
2
კიკაჩეიშვილი არ დაგეკარგოთ არსად."მომიკითხეთ ოჯახში".
ადმინ თუ დაბლოკო,შენ იყო ....
ქობულეთიდან
22 თებერვალი 2020 23:35
5
არადა,დარდი მქონდა.გაიხარეთ,მომეშვაა დარდი.
gigusha
22 თებერვალი 2020 22:40
8
ეუჰ, რაღა გვიჭირს.
რეზი
22 თებერვალი 2020 20:54
9

სიახლეები პოპულარული