გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...

AutoSharing Option
სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ შემტევ გოგიტა გოგუასთან, რომელიც ამჟამად თბილისის "შევარდენი 1906"-ის მოთამაშე-მწვრთნელია და ფეხბურთელმა ეროვნული გუნდიდან მისი გაშვების შესახებ ისაუბრა.

"მოედანზე 3-4 კაცს ვერ ვატყუებდი, მაგრამ ყოველთვის გულს ვდებდი. დრო გავიდა და მახსენება ის უსიამოვნებები, რომლებიც მწვრთნელებთან მქონია. ვფიქრობ და თავს დამნაშავედ მაინც ვერ ვაღიარებ. მოედანზე ყველაფერზე პასუხისმგებელი მოთამაშეა.

თავს არავის დავუხრიდი და შეურაცხყოფას არავის ვუტარებდი, რადგან პიროვნება თუ არ ხარ, ვერაფერს მიაღწევ. საწყენია, რომ ეს ზოგს სხვაგვარად ესმოდა. იცით, გული რაზე მწყდება? ერთი ხელის
მოსმით მომიშორეს, თანაც რის გამო? ვარჯიშზე ერთი არასწორი პასისთვის...

დღემდე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ მომექცნენ. სწორედ ეს გამოცდილება მალაპარაკებს, რომ მწვრთნელის უპირველეს მოვალეობაში ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელთან ურთიერთობის დალაგება და მისი კარგად გაგებაა, პირდაპირ ხელი კი არ უნდა ჰკრა", - აღნიშნა გოგუამ.

გოგიტამ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზეც გააკეთა, რომელთან ერთადაც ადრე უმუშავია.

"რამენსკოეს "სატურნში" მუშაობის პერიოდში ვაისმა გუნდში მიმიწვია და სანამ მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დავიწყე. მასთან ვარჯიში და მოედანზე გასვლა მსიამოვნებდა. არც კი მიცნობდა და მაინც მენდობოდა.

ნაკრებში 1 თამაშის შანსის მოცემის ღირსი ვიყავი. გული მწყდება, რომ ეს არ მოხდა. ბოლოს კახა ცხადაძემ გამომიძახა, თუმცა შემდეგ კუნთი გამიწყდა და ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე. მაგრამ მიწვევისათვის მუდამ კახა ცხადაძის მადლობელი ვიქნები".

ბოლოს გოგუა ბელარუსთან მარტის დაპირისპირებასაც შეეხო.

"ბელარუსთან შეხვედრას აუცილებლად მოვიგებთ. ჩვენი მეტოქე არაა ის გუნდი, რომ ვერ დავამარცხოთ. რაც მთავარია, ვაისმა ისეთი ნაკრები ჩამოაყალიბა, სადაც ბიჭები თავდაუზოგავად იბრძვიან - მე ამ გუნდის მეიმედება.

ჩვენი ნაკრებიდან ჯაბა კანკავას გამოვარჩევდი. როცა ასეთი კაპიტანი გყავს, ბევრს შეძლებ. პლუს - ლორია, კვირკველია, ოქრიაშვილი, რომელთაც მაღალ დონეზე უთამაშიათ. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის, ახალი თაობიდან და წარმატებები მინდა ვუსურვო გუნდს.

თავს უნდა შთააგონონ, რომ მეტი შეუძლიათ. დააკვირდით, ქართველი ლამის ყველა ქვეყანაში გუნდის ლიდერია. ერთა ლიგის ბარიერის გადასალახავად მათ თავდაჯერებულობა სჭირდებათ და ყველაფერი კარგად იქნება. მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ოცნება აგვიხდება", - განაცხადა გოგუამ.



მკითხველის კომენტარები / 22 /
მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, ვეთანხმები მწვრთნელი პირველი მოვალეობა მოთამაშეებთან სწორი მიდგომა, პრინციპში ვაისას კი აქვს ეს თვისება და აღნიშნა კიდეც.
ქეცბაია 100% ით დამნაშავეა ხორვატიასთან მოგების მერე გააგდო ეს (სხვათაშორის კომბინაციაში ერთ ერთი მთავარი მონაწილე იყო რის შემდეგაც კობიაშვილმა გაიტანა) და ისრაელში უშანსოდ წავაგეთ, მაშინ როცა გადაღლილ ნაკრებს სწორედ გოგიას ნაირი მებრძოლი და ენერგიული მოთამაშე ჭირდებოდა. ისრაელთან წარმატების შემთხვევაში რეალური შანსი გვიჩნდებოდა გასვლის. და წაგების მერე მთლიანად მოიშალა ნაკრები დაფსიქოლოგიყრად ფატყდა
5
მე არ გადამიკიტხავს სტატია სიმართლე რომ ვთქვათ, უბრალოდ სტატიის სათაურს ვპასუხობ, არაზუსტი პასის გამო კი არ ჩამოგაშორეს ნაკრებს, არა! უბრალოდ, ვინც უფრო ზუსტ პასებს არიგებს იმას დაეთმო ეროვნულ ნაკრებში ადგილი... შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს რომ ეროვნული ნაკრები, მთელ ერს ეკუთვნის, განცდა მრჩება, რომ ერთხელ და ორჯერ რომ მოირგებენ ეროვნულის მაისურს, შემდგომში აუცილებლად მათი საკუთრებაა! გასაგებია რომ ზოგადად სპორტსმენი ცოტა ეგოისტი უნდა იყოს, მაგრამ ზოგადი სიკეთე პირად ინტერესებზე გადაატაროს, ეგეთი დამოკიდებულება დამღუპველია საკუთარი თავისთვისა და მთლიანი გუნდისთვის, იმიტომაცაა ფეხბურთში კარგად რომ მიგვდის საქმეები სამწუხაროდ! მე ამ ფეხბურთელის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, ამას ხაზს ვუსვამ!!!
გურია
17:41 25-02-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული