საქართველოს ქალთა ნაკრები წლის სადებიუტო მატჩებისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი სტუმრად 5 მარტს მალტას დაუპირისპრდება, 10 მარტს კი, ჩვენი გუნდის მეტოქე ისრაელის ეროვნული ნაკრები იქნება.

​საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უახლოესი გასვლითი მატჩებისთვის მზადება 26 თებერვლს დაიწყო. 2 მარტს კი, მალტაზე გამგზავრებამდე ლევან ბაჯელიძის გუნდმა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის მოედანზე არასრული შემადგენლობით ბოლო ვარჯიში გამართა. საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩის გასამართად მალტაზე 3 მარტს გაემგზავრება, სადაც გუნდს კაპიტანი ტატა მატვეევა და ნახევარმცველი ანა ჩემინავა შეუერთდებიან.

​მალტისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ
გასამართი მატჩებისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი (ნიკე, თბილისი)

მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ელენე რაუხი (გერლ ფაუერი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), თამარ ქველიძე (კიტი, გერმანია), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), ნათია დანელია

თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 მარტი, 21:30 (თბილისის დროით)

მალტა - საქართველო
ტაქალი, სენტენარი

10 მარტი, 21:00 (თბილისის დროით)
ისრაელი - საქართველო
​რიშონ ლე-ციონი, ჰაბერფელდი

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
პრესტიჟის საქმეა, რომ შესარჩევი ციკლი უქულოდ და მითუფრო უგოლოდ არ დაასრულოდ.მიუხედავათ ბევრი სკეპტიკური აზრებისა,მე მჯერა თქვენი გოგონებო.პასიკ შენი იმედი მაქვს თანაქალაქელო.
ფიტნეს ინსტრუქტორი.
03 მარტი 2020 18:07
0
დღეს წავაწყდი აზერბაიჯანის ქალთა ნაკრების განაცხადს და მანდ 2 ქართველი გოგონა იყო . ნუთუ იმდენად ძლიერი ნაკრები გვყავს რომ მათ აზერბაიჯანის ნაკრების წევრობა მოუწიათ ?
მიხაელ
02 მარტი 2020 23:56
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული