გადადებული მატჩების შესახებ უეფა კიდევ ერთ ვიდეოკონფერენციას გამართავს

AutoSharing Option
ხვალ, 1-ელ აპრილს, უეფა მორიგ ვიდეოკონფერენციას გამართავს. კონფერენციაზე უეფას 55 წევრი ასოციაციის გენერალური მდივნები არიან მიწვეულნი და განიხილება უეფას სამუშაო ჯგუფების მიერ შეთავაზებული ვარიანტები მატჩების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით.

ასევე განიხილება, თუ რა ვითარებაა უკვე გამართული საკლუბო ჩემპიონატების მატჩებთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ პირველი ვიდეოკონფერენცია უეფასა და წევრ ფედერაციებს შორის 17 მარტს გაიმართა.

პარასკევს, 3 აპრილს კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვიდეოკონფერენციას ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების წარმომადგენლებთან გამართავს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით