სანამ "ორმოცს" გადავუხდიდეთ - 39 წელი "დინამოს" ისტორიული გამარჯვებიდან და სად ვართ ახლა? [VIDEO]

AutoSharing Option
1981 წლის 13 მაისს, თბილისის "დინამომ" ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა და თასების მფლობელთა თასი მოიგო. რა და როგორ მოხდა, ყველამ კარგად იცის, ამის შესახებ ძალიან ბევრი დაწერილა, ძალიან ბევრი ისტორია მოყოლილა, ძალიან ბევრი ლეგენდა თუ ნამდვილი ფაქტი გაგვიხსენებია წარსულიდან.



ყოველი წლის 13 მაისს რიტუალურად ვიხსენებთ ამ მოვლენას და მას რელიგიური დღესასწაულის ფორმას ვანიჭებთ. ვიხსენებთ ათასჯერ ნათქვამ ისტორიებს, ათასჯერ ნანახ მომენტებს; ვყვებით, როგორც ვუგებდით ევროპული ფეხბურთის მაშინდელ და დღევანდელ გრანდებს.

ალბათ,
ჩოხატაურში, ერკეთის თემის პატარა სოფელ ონჭიქეთში დაბადებული ბორის პაიჭაძე ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქვეყანაში, რომელსაც ფეხბურთის თამაშის საუკუნეზე დიდხნიანი გამოცდილება და ისტორია აქვს, 1981 წელს მოპოვებული გამარჯვების გახსენება იქნებოდა სპორტის ამ უდიდესი სახეობით ეროვნული ტკბობისა და სიხარულის მოპოვების უდიდესი წყარო.

სამწუხაროა, თუმცა ასეა, არც იქამდე და მით უმეტეს, არც მას შემდეგ ქართული კლუბი თუ საქართველოს ნაკრები მსგავსი მასშტაბის წარმატებასთან ახლოსაც არ ყოფილა. ახლოს ყოფნა კი არა, ამჟამად ასეთ წარმატებაზე ხმამაღლა ოცნებამაც, შესაძლოა, გულშემატკივარი ფსიქიატრიულ პაციენტად აქციოს.

ამის ფონზე, დიდი გამარჯვების რიტუალური აღნიშვნა უფრო ტრაგიკულს ქმნის ჩვენს თანამედროვე მდგომარეობას. სხვა საკითხებში თუ არა, ამ თემაზე შესაძლოა დავეთანხმოთ ნაცისტური პარტიის წევრ მარტინ ჰაიდეგერს, რომლის თქმითაც, მომავალი წარსულში იქმნება (ამ იდეის მისი გაგების ფასადურობა სხვა საკითხია).

თუმცა, რას გვაძლევს დღეს წარსული? თითქმის არაფერს, გარდა წამიერი თვითკმაყოფილებისა და სიხარულის მინიჭებისა კარგი მოვლენის გახსენების გზით. ვინმე საუბრობს იმაზე, თუ რამ განაპირობა მაშინდელი წარმატება? საჯაროდ მოყოლილი სალაღობო ისტორიების გარდა, არის თუ არა ყურადსაღები მაგალითი მაშინდელი მოვლენებისაგან, რომელიც დღეს პროგრესში დაგვეხმარებოდა?

წარსულის ისტორიულ-დიალექტიკური ანალიზის გარეშე შეუძლებელია რაიმე სახის პროგრესის მიღწევა. ბუნებრივია, თუ გვსურს წინ ნაბიჯის გადადგმა, არ დავყაბულდებით 13 მაისის აღნიშვნას შორეულ რიცხვის წელსაც.

რამდენიმე დღის წინ ფაშიზმ-ნაციზმზე გამარჯვების თარიღი აღვნიშნეთ, როგორც სიმბოლო სამყაროში უდიდესი ბოროტების დამარცხებისა. მაგრამ რა ხდება ახლა? დამარცხებულია ნაციზმი ან ფაშიზმი? არა. იმიტომ, რომ ჰარმონიული არსებობისთვის ჩვენ პერმანენტული გამარჯვებები გვჭირდება.

ასეა ფეხბურთში. შეუძლებელია, ამდენი ხნის წინ მოპოვებულმა გამარჯვებამ მსოფლიო და ევროპულ ფეხბურთში ის ადგილი და სახელი დაგვიმკვიდროს, როგორიც გვსურს. ჩვენ სწორედ პერმანენტული გამარჯვებები გვჭირდება, რათა ფეხბურთი ქართული საზოგადოებისთვის დადებითი ემოციების, სიხარულისა და გამარჯვების რწმენის მომტანი გახდეს.

ეს კი შეუძლებელი იქნება სწორი კითხვების დასმის გარეშე, წარსულის სწორი ანალიზისა და მომავლის სწორი დაგეგმვის გარეშე. 1981 წელს მოპოვებული გამარჯვება საფუძველი უნდა გახდეს პროგრესისა და ის მხოლოდ ნოსტალგიური სიმბოლო არ უნდა იყოს.

მომავალ წელს ამ თარიღს უხერხული ასაკი უსრულდება და საბედნიეროდ, შანსი გვაქვს, რომ 13 მაისისთვის სავალდებულო "ორმოცის" გადახდის ნაცვლად, ამ სიხარულის საპირწონე გვქონდეს და ეს ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იქნება.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად სწორი სტრატეგიაა აუცილებელი. სწორი სტრატეგიის შექმნას ბევრი, დაუღალავი და რაც მთავარია, სწორი შრომა სჭირდება. ამისათვის, დასაწყისში სწორი კითხვები უნდა დავსვათ. ამ აბზაცში გამოკვეთილი საკითხები ყველას ეხება, მათ შორის, აღნიშნული ტექსტის ავტორსაც.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინ გითხრა რომ ორმოცის აღნიშვნა უხერხულია. საიდან მოდის ორმოცი ის უნდა იცოდე და აღარ გექნება უხერხულობის განცდა
გრიგოლი1408
14 მაისი 2020 12:58
3
დინამოს წარმატებები სულ,
b-ni
14 მაისი 2020 03:50
0
ხოდა ეგ 13 მაისი ახალი წელივით რო გაქვთ ამ ქართული ფეხბურთის ქომაგებს ხვდებით ხო ხალხი რო დაბადებული არ იყო მააგ დროს და დღეს დიდი ზეიმით აღნიშნაავენ...
არ მოგბეზრდათ ეს წარსული
14 მაისი 2020 01:53
12
ხოდა ეგ 13 მაისი ახალი წელივით რო გაქვთ ამ ქართული ფეხბურთის ქომაგებს ხვდებით ხო ხალხი რო დაბადებული არ იყო მააგ დროს და დღეს დიდი ზეიმით აღნიშნაავენ...
არ მოგბეზრდათ ეს წარსული
14 მაისი 2020 01:46
12
იმ დროს ძლიერი გუნდი გვყავდა. ჩვენდა სამწუხაროდ ფეხბურთის განვითარებას ვერ ავყევით. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთი რომ არ განვითარებულიყო, ახლაც კარგი გუნდი გვეყოლებოდა რადგან ტექნიკური ფეხბურთელები ახლაც ბევრი გვყავს. დაბალ ტემპში მაშინაც მაგრები ვიყავით და ახლაც ვართ. ვინც არ მეთანხმებით არგუმენტები დადეთ.
გიორგი
13 მაისი 2020 22:09
5
ნოდარ ახალკაცმა 40 წლის წინ ჩამოაყალიბა ახალი სამწვრთნელო მეთოდოლოგია, რომელსაც მოგვიანებით ბარსელონა გამოიყენებს და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახდება.
ბ-მა ნოდარმა ეს მოახერხა, რადგან იყო ერუდიტი, რომელიც ერთდროულად იყო თეორეტიკოსიც და პრაქტიკოსიც.
ამიტომ ადვილად ხედავდა დეტალებს, რომელსაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. მუდმივად თვალს ადევნებდა ახალ აღმოჩენებს და ცდილობდა ყოველი სიახლე „დინამოში“ დაენერგა.
კარგად იცნობდა ადამიანის ანატომიას, ფიზიოლოგიას და ფსიქოლოგიას, რაც ვარჯიშების სწორად დაგეგმვაში უწყობდა ხელს.
ფიზიკური კონდიციების მუდმივ გაუმჯობესებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ასევე ზრუნავდა ფეხბურთელების ინტელექტუალურ განვითარებაზე.
ყველა ფეხბურთელს შეუქმნა ინდივიდუალური პროგრამა, რომლითაც ისინი ვარჯიშის შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობდნენ.
ნოდარ ახალკაცი ენერგეტიკულ ჭრილში მოქმედებდა და არა მხოლოდ ფიზიკურში - რაც ფიზიკურ სხეულსა და გონებას შორის იდეალური სინქრონის დამყარებას ნიშნავს.
ბ-ნი ნოდარის სამწვრთნელო ფილოსოფია იმდენად ნოვატორული იყო, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა მხოლოდ ათწლეულების შემდეგ მოახერხეს მისი გაშიფვრა.
gujakakhadze
13 მაისი 2020 22:26
0
მ ა დ ლ ო ბ ა!!!
შალვა 73
13 მაისი 2020 21:52
0
36 წლის ვარ, არ მოვსწრებივარ. მაგრამ ყოველ წელს იმდენჯერ მაქვს ნანახი, წაკითხული, მოსმენილი ეს ისტორიები, რომ ასე მგონია მეც მოვესწარი :დ
36
13 მაისი 2020 20:40
2
ამ პორტალზე ჰაიდეგერის სახელის წაკითხვა ერთის მხრივ სასიამოვნოა და დიდი პატივისცემის გრძნობას მიჩენს სტატიის ავტორისადმი, მაგრამ, მეორეს მხრივ, მხოლოდ როგორც ნსდაპის წევრად და ფასადური გაგების მქონე ადამიანად მოხსენიება, სულ მცირე აშკარა მიკერძოებულობაა. თანაც, ამ სტატიის კონტექსტთან მის პარტიულობას საერთოდ რა კავშირი აქვს? მასე დუმბაძე კომუნისტური პარტიის წევრი იყო, მაგრამ როცა მის რამე ზოგად იდეას ამბობენ, ამ ფაქტს ან არ ახსენებენ ან ეს არაა ერთადერთი რასაც ახსენებენ...

თუმცა, ავტორისადმი ჩემი პატივისცემა უფრო დიდია, ვიდრე კრიტიკა :)
მიჩინიო
13 მაისი 2020 18:32
4
12 წლის ვიყავი. მახსოვს ის დღე
Lasha
13 მაისი 2020 16:17
0
დღეს გამარჯვების დღეა!!! პრობლემებზე ხვალ ვილაპარაკოთ... რომელიც მართლაც არსებობს.
tngh
13 მაისი 2020 15:48
1

სიახლეები პოპულარული