კალაძე სერია A-ს სიმბოლურში - ის ძლიერი, ჭკვიანი, უნივერსალური და დაუფასებელი იყო

AutoSharing Option
პორტალმა  Football Italia-მ სერია A-ს აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში "მილანისა" და "ჯენოას" ყოფილი მცველი კახა კალაძე შეიყვანა და ასე დაახასიათა:

"საუკუნის დასაწყისიდან კარლო ანჩელოტის მებრძოლთაგან ერთ-ერთი დაუფასებელი იყო. ქართველი ძლიერი და ჭკვიანი იყო, თუმცა შესაძლოა, მისი ყველაზე დადებითი თვისება უნივერსალურობა გახლდათ, რომლის წყალობითაც ისეთ ფეხბურთელებთან კონკურენციაში, როგორებიც პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, კაფუ და იაპ სტამი იყვნენ, 284 მატჩი ჩაატარა.

კალაძის ამ სიაში შეყვანა მისი ტროფეებითაცაა გამართლებული, ვინაიდან "როსონერისთან" ერთად ყველა დიდი ტურნირი მოიგო".

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია - უდინეზე, ინტერი)

მცველები:
კახა კალაძე (საქართველო - მილანი, ჯენოა), კრისტიან კივუ (რუმინეთი - რომა, ინტერი), სინიშა მიხაილოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი - რომა, სამპდორია, ლაციო, ინტერი)

ნახევარმცველები:
ზვონიმირ ბობანი (იუგოსლავია/ხორვატია - მილანი), დეიან სტანკოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი - ლაციო, ინტერი), ვლადიმირ იუგოვიჩი (იუგოსლავია/სერბეთი - სამპდორია, იუვენტუსი, ლაციო, ინტერი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი - ლაციო, იუვენტუსი), დეიან სავიჩევიჩი (იუგოსლავია/მონტენეგრო - მილანი), ზბიგნევ ბონეკი (პოლონეთი - იუვენტუსი, რომა)

თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა - მილანი)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
დიდი ეჭვი მაქვს რომ საღაურშიც და სტატიაშიც შეცდომაა. დაუფასებელი კი არ წერია - შეუფასებელიო. დაუფასებელი როგორ იყო? ძირითადის ფეხბურთელი იყო? იყო! ყველა ტიტული მოიგო? მოიგო! სამშობლოში 4-ჯერ გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი! ხოდა სდიდან გამოდის დაუფასებელი?.... ბოდიში ოქროს ბურთი რომ ვერ მოიგო. ალბათ მაგიტომ ჩათვალეს რომ დაუფასებელია )) მოკლედ თარგმნისას ლოგიკაც ჩართეთ ხოლმე.
ზაზა
06 ივნისი 2020 12:30
1
არც ერთი წამით არა ვარ ამ ხელისუფლების მომხრე, რასაც ჰქვია ვერ ვიტან, მაგრამ კალაძე არის ქართული ფეხბურთის სიამაყე და ღირსება, კალაძის ფლანგზე ბალახიც არ ხარობდა, არა თუ რომელიმე თავდამსხმელი, როგორ მახსოვს, იუვეს და მილანის ფინალში, კამორანეზის აკლებული ჰყავდა მთელი სერიაA, მაგრამ კალაძემ რასაც ჰქვია არ გაახარა და მგონი შეცვალეს კიდეც, მახსოვს კიდევ რეალს ხვდებოდა კიევის დინამო, მაშინ ზეედორფი სამეფო კლუბში თამაშობდა, ჩემდა გასაოცრად კალაძემ ზეედორფს არაფერი დაუთმო ფიზიკაში! იმ მილანის დაცვა, რომელშიც კალაძე თამაობდა, ალბათ ერთერთი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში, თუ საუკეთესო არა: კაფუ, ნესტა, მალდინი და კალაძე, რავარია აა? ეხ კალა, კალა, რამხელა შეცდომა გაქვს დაშვებული პოლიტიკაში წასვლით. ღირდა როო?! ყველას გირჩევთ კარგზე კარგი თქვათ და ცუდზე, ცუდი, სხვანაირად არაფერი გვეშველება, ეს იგივეა, როცა სააკაშვილზე მარტო ცოცხები ახსენდებათ, მაშინ, როცა კაცმა არარსებული, გაუგებარი ქვეყნიდან, სამაგალითო სახელმწიფო შექმნა.
ბმბ
20 მაისი 2020 20:52
2
ფიგუს ისტორიაც გაიხსენე , ისე გააცერა , მოედანზე კაცნაკლული რეალი დატოვა და ფიგუ შეცვალეს !
კახა
15 ივლისი 2020 13:57
0
მიიღე ჩემგან დიდი ლაიქი
საქართველოს ბმბ საგან
21 მაისი 2020 02:15
0
ყველა გამოხმაურება
კალაძე ჩემთვის ფეხბურთელია და არა პოლიტიკოსი
baba
20 მაისი 2020 17:45
0
ვშიშობ გული არ გაუსკდეთ ელისაშვილს, ხაბეიშვილს... ნათელაშვილს!!! და კიდევ ბევრ სხვას.
tngh
20 მაისი 2020 16:40
4
რამდენი ნაციონალი ხართ არ გიტყდებათ? პოლიტიკა აქ რა შუაშია, ახლა რომელი თამაშობს ჩვენი ფეხბურთელი ევროპულ გრანდში, ტოპ ხუთ ჩემპიონატშიც კიარ გვყავს ქართველი
irakli
20 მაისი 2020 14:07
1
დააყენებენ ათეულში აბა რა,რაც ამან იტალიელებს პატივი სცა საკუთარ კარში ორი გოლით და მეთორმეტე ფეხბურთელით იტალიის ნაკრების,შემდეგ კი იტალიელების მქუხარე ტაში არ იკარგება
ლორდი
20 მაისი 2020 13:47
32
გამოდი მიშა გიცანით. ფეხბურთის რა გითხრა და ზოგადად სუსტი ხარ ძალიან
:-)
20 მაისი 2020 14:37
4
საკუთარ კარში გოლები გაქონდა
ბარსა
20 მაისი 2020 11:40
45
ხალხს აღიზიანებ? ან არ გიტყდება მაინც 90% რომ დისლაიქს გიწერს და გულში კიდევ ვინ იცის რას ფიქრობს.თუ გაბუნია ხარ მაშინ კარგი შეჩვეული იქნები ;-)
:-)
20 მაისი 2020 14:40
5
1-3-6-1.ცოტა მოულოდნელი სქემაა,არა?კაფუს,და ნესტა-მალდინის გვერდით,ალბათ ფაბიო კანავაროც კი ნაწილობრივ დაიჩრდილებოდა.კალაძე, მართლაც ძალიან კარგი მცველი იყო და აქ დასახელებულ კივუსა და მიხაილოვიჩზე ნაკლები,ნამდვილად არ მგონია.უფრო პირიქით.მასზე უკეთესი მცველები გვინახავს,მაგრამ ეს ხომ იტალიაში აღმოსავლეთ ევროპელ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრებია.იქ კი,აღმოსავლეთელი ფეხბურთელები,ძნელად იკიდებენ ფეხს,მით უმეტეს,დაცვაში.
სოსო
20 მაისი 2020 11:15
2
ისეთი შემადგენლობაა ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა.

ავტორო, ეს "ტროფეი" რომ არაა ქართული არ იცით?
გენა
20 მაისი 2020 09:53
2
კალაძე ყოველთვის უხმაუროდ აკეთებდა საქმეს და აკეთებს დღესაც!
gabo
20 მაისი 2020 09:29
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული