ჯანო ანანიძე დღეს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდება?

AutoSharing Option
თითქოს ნახევარმცველ ჯანო ანანიძის ბათუმის "დინამოში" გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, სრულიად მოულოდნელად, მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, ჯანომ აჭარულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, რადგან თბილისის "დინამოსთან" აწარმოებს მოლაპარაკებას.

გამოცემის მტკიცებით, ჯანო დღეს დედაქალაქური გუნდის ფეხბურთელი გახდება.

ის "ანორთოსისში" იანვარში "სპარტაკიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, კონტრაქტი 31 მაისამდე გააფორმა და ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ