"ნაპოლის" "დინამოსთან" ვერც ფულმა უშველა - ისტორია, თუ როგორ გააცამტვერეს თბილისელებმა ნეაპოლელები [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საბჭოთა კავშირის პერიოდში მსოფლიოს უმრავი მაშინდელი თუ დღევანდელი გრანდი ჰყავს დამარცხებული და მათ შორის არის იტალიური "ნაპოლი", რომელსაც დინამოელები ორჯერ შეხვდნენ - ჯერ 1978 წელს, შემდეგ 1982 წელს. ორივე დაპირისპირება უეფას თასის 1/32-ფინალში მოხდა. ამ სტატიაში კი პირველ მეტოქეობაზე ვისაუბრებთ.

იტალიური კლუბები ქართულ გუნდებს ჰგავდნენ - ტექნიკურები, იმპროვიზაციით სავსეები, არტისტულები იყვნენ, ბევრი იცოდნენ და შეეძლოთ, თუმცა თავს დაცვითი ფეხბურთის დოქტრინისაგან ვერ ითავისუფლებდნენ.

"ნაპოლი" იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, რომელიც 1978 წლისთვის სხვა გრანდებს ტიტულებით საგრძნობლად ჩამორჩებოდა, თუმცა
ძალიან მიმზიდველი ფეხბურთით გამოირჩეოდა.

წინა წელს გუნდს მედლებისთვის არ უბრძოლია და მხოლოდ მე-6 ადგილზე მოახერხა გასვლა, რამაც საშუალება მისცა, უეფას თასზე მიეღო მონაწილეობა. ახალ სეზონში ახალგაზრდა მწვრთნელმა ჯანი დი მარციომ შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა და ახალი გუნდის აშენებას ცდილობდა.

პირველი შეხვედრა თბილისში, 13 სექტემბერს გაიმართა. იმ დროს იტალიის ჩემპიონატი დაწყებული არ იყო და "ნაპოლიც" სპეციალურად ევროთასისთვის ემზადებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიელებმა თბილისიდან გოლის გაუშვებლად სცადეს წასვლა და ძირითადად, ყურადღებას დაცვაზე ამახვილებდნენ. ქართველთა სახიფათო ფეხბურთელები ინდივიდუალურ კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი.

თუმცა ფიზიკურ ფორმაში სხვაობა მათ თამაშს დაეტყო - "ნაპოლის" მოთამაშეები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ თბილისელებს სისწრაფეში, მოძრაობაში, ორთაბრძოლებში, ვერ ახერხებდნენ სწრაფი მეტოქეების შეჩერებას და არც თამაშის წესების უხეშ დარღვევებს ერიდებოდნენ.

ავსტრიელმა არბიტრი ბუცეკი შეხვედრას თავის ქვეყანაში არსებული მიდგომებით სჯიდა და იტალიელების უხეშობას თავიდან არაფრად აგდებდა, თუმცა სტადიონზე შეკრებილი პუბლიკიდან წამოსული ზეწოლის შედეგად 3 ყვითელი ბარათი უჩვენა სტუმრებს. დინამოელებისთვის თამაში უფრო ადვილი გახდა.

უამრავი მომენტიდან თბილისელებმა მხოლოდ ორი გოლის (ყიფიანი - შენგელია) გატანა შეძლეს.





იმ თამაშის მიხედვით, რაც იტალიელებმა აჩვენეს, 2-ბურთიანი სხვაობა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი უნდა ყოფილიყო, თუმცა "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი პრესკონფერენციის დროს საკმაოდ ფრთხილი იყო:

"გულუბრყვილობა იქნება მიღწეული შედეგით დაკმაყოფილება. განმეორებითი შეხვედრა ძალიან რთული იქნება. უნდა გვახსოვდეს იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ, რომელსაც ნეაპოლელი ტიფოზები ჰქვია. ამას გარდა, ჩვენ დაცვის დაკომპლექტების მხრივაც გვექნება პრობლემები".

რაც შეეხება ჯანი დი მარციოს, იტალიელმა მწვრთნელმა დინამოელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და წაგება არასასურველ ფორმაში ყოფნას დააბრალა.

"ნაპოლის" ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში დიდ ფინანსურ პრემიას შეჰპირდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელების ოსტატობასთან შედარებით იტალიური ფული უძლური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვითი ტაქტიკის არჩევის შანსი არსებობდა, ახალკაცმა "დინამოს" შემტევი ფეხბურთი ათამაშა - ისე, როგორც თბილისელებს სჩვეოდათ: აქტიურად და შეუდრეკელად.

გუცაევმა და შენგელიამ ნეაპოლელების დაცვა აიკლეს და მხოლოდ დამაგვირგვინებელ ფაზაში დაშვებული მცირე უზუსტობები უშლიდათ ხელს გოლის გატანაში.

ზეწოლის შესამცირებლად პირველი ტაიმის შუაში შენგელიას განეიტრალება შეძლეს და ფრანგი არბიტრი ვილიანის თვალწინ აგრძელებდნენ გუცაევის ტერორს. როგორც კი ვლადიმერმა სასტვენის შემდეგ შეახო ბურთს ფეხი, ფრანგმა მსაჯმა მაშინვე ყვითელი ბარათი უჩვენა.

მიუხედავად ამისა, დინამოელები თამაშს აკონტროლებდნენ და მეორე ტაიმის შუაგულში ვიტალი დარასელიამ ანგარიში გახსნა. "დინამო" "ნაპოლის" 2 მატჩის ჯამში, ანგარიშით 3:0 ამარცხებდა და ცხადი იყო, რომ მასპინძლები თამაშის შემოტრიალებას ვერ მოახერხებდნენ. ეგ კი არა, ერთადერთი გოლის გატანა მოახერხეს და ისიც პენალტის ნიშნულიდან - 1:1.


სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე თბილისის "დინამო" ბერლინის "ჰერტასთან" ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 1:2 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში საკმაოდ ბევრი მომენტი ჰქონდათ და კუთხურებში მეტოქეს არასაფეხბურთო ანგარიშით აჯობეს - 24:1.

თუმცა 1978 წელს თბილისის "დინამო" ტიტულის გარეშე მაინც არ დარჩენილა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი კლუბის ისტორიაში მეორედ მოიგო.

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
მხვდა წილად ბედნიერება, ახალკაცის დინამოს ყველა თამაში მენახა. სულმნათი ნოდარი, ისე დგავდა ყველა თამაშს, როგორც რობერტ სტურუა რუსთაველში სპექტაკლს. ნოდარი, რომ დიადი მწვრთნელი იყო იქიდანაც ჩანს, რომ მან ერთი დინამოდან ორი გრანდიოზული გუნდი გააკეთა, ერთი მანუჩარამდე, მეორე კი მანუჩარის შემდეგი დინამო. არ მახსენდება ვინმეს ასეთი რამ გამოსვლოდეს მსოფლიო ფეხბურთში.
ჟორა
04 ივნისი 2020 09:18
0
რა თქმა უნდა საბჭოეთში ცხოვრება დიდი უბედურება იყო. მართალც რომ ყველა სფეროში იჩაგრებოდა ქართველი. მაგრამ ჩემი და მამაჩემის თაობა უბედნიერესი ვიყავით უდიდესი წარმატებებით. აღარ შევეხები იმ ფაქტს, რომ რამდენი ქართველი იყო ოლიმპიური ჩემპიონი, მაშინ როდესაც უამრავ ქვეყანას 21-ე საუკუნემდე არც კი ყოლია არცერთი. საამაყოთ და ბედნიერებისთვის დინამო გვყოფნიდა. ერთი ეგ იყო, თუ კავშირში როგორც ქართველებს გვჩაგრავდნენ, ევროპაში როგორც რუსებს (საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს). G.A.L. - კარგად გაიხსენე სტანდარტი! სწორედ რომ მაგათ გამო შეცვალეს ოფსაიტის წესი (თუ პასი არ მიდის ოფსაიტში მყოფ მოთამაშესთან - თამაში არ ჩერდება). rei - მართლაც რომ როგორ გაიპარა მოედნიდან ქვეშაფსია მსოფლიოს ჩემპიონებით სავსე ბაირნი! უდიდესი იყო დინამო! ამის ნახევარს მოასწროს უფალმა ჩემი შვილები, თქვენ, ახალგაზრდებო! სიამაყეს და ბედნიერებას მაშინ გაუგებთ გემოს. მხოლოდ 1-ს გავიხსენებ ნაპოლისთან განმეორებით მატჩზე. დარასელიას მეუღლე ორსულად იყო. ვიტალიმ თამაშამდე თქვა, ვინც გოლს გაიტანს, მის სახელს ვარქმევო! თვითონ გაიტანა და ამიტომაც დაარქვა შვილს ვიტალი!
alexandre
01 ივნისი 2020 11:06
1
ზოგიერთების "პატივისცემის" მიუხედავათ, აზრზე რომ არა ხართ იმ პერიოდის დინამოს სათამაშო კლასის მიმართ, ზოგად კომენტარებს ნუ წერთ! ეს არ არის შეურაწყოფა, უბრალოდ თქვენ არ იცით მაშინდელი დინამოს სათამაშო ფილოსოფია, რომელსაც ძალიან ჰგავს დღევანდელი ბარსა. ნებისმიერ გუნდთქნ ცდილობდა ბურთზე დომინირებქს. იშვიათი გამონაკლისი იყო ბელგიური "სტანდარტი", რომელმაც აბსოლუტური ანტიფეხბურთი ითამაშა და დინამო გამოთიშა გათამაშებას თავისი უაზრო და სულელური ოფსაიდებით. ტაჰამქტა იყო მწვერვალი იმ უნსგავსობის, რომელიც მაშინ ფეხბურთის ესთეტკას ლადვარად ჩასცეს ანტიფეხბურთის მოყვარულებმა
იტალიელების ჩათვლით (ოთხგზის ჩემპიონობა არ ნიშნავს ფეხბურთის ესთეტიკის სილაღეს), დინამო იმ დროის და ესთეტიკის მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო და ახალკაცი ("ჩომბე", ბოდიში ფარსადანოვიჩ) საუკეთესო მწვრთნელი: P.$. ჩემინთაობის ბიჭებმა არ დაწეროთ რამე სისულელე.
G.A.L..
30 მაისი 2020 22:45
1
იტალიელებს კი არ ჰგავდნენ, ახალკაცის სამწვრთნელო ფილოსოფია და მის მიერ შემუშავებული თანამედროვე მეთოდოლოგია ბევრად უსწრებდა დროს. ამიტომაც ამარცხებდნენ ძლიერ მეტოქეებს.
გუჯა კახაძე
30 მაისი 2020 10:01
0
მართლაც და რას გავს ეს? რაფრა უნდა დევიჯერო, რომე ყველა ჩვენ გვგავს? მარა ამ ახალ თაობას მასტე ასწავლიან და მაგენმაც რა ქნან?
კოტე დაბადებული 1938 წელი. სამშობიაროს კალიდორში.
29 მაისი 2020 22:15
19
მიგისექსე ქართულის მასწავლებელი. კალიდორში დაგდებულო
ნიკა
30 მაისი 2020 18:50
0
კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით იმ ფეხბურთელების წინაშე,აშკარად დაუჯერებელი მოგებები დღევანდელი გადასახედიდან, ვინც ვერ ნახა და არ იცის ის დაუვიწყარი საღამოები თბილისში დინამოზე,სანამ სტადიონზე შევიდოდი გული მისკდებოდა ისეთი ამბავი იყო უკვე ტრიბუნებზე ,ჭკუიდან გადაყავდათ ხალხი კარგი გაგებით რათქმაუნდა, ძვირფასი წუთები,დაუვიწყარი გოლები,დაუვიწყარი ფეხბურთელები,ზღაპარი იყო აბა რა,რა გუნდები დააჩოქეს,ქუჩაში შემთხვევით რომელიმე მათგანს რო ვხედავ ჰაერში ვიწევი სიხარულით,სიამაყით,ღმერთმა ყველანი დიდხანს უმყოფოს თავის ქვეყანას თავის ახლობლებს,აუ რა ძვირფასია თვითოეული მათგანი კიდევ ვერ ვხვდებით ბოლომდე ალბათ!? კიდევ გვეღირსება მსგავსი რამე? ან მიახლოებული მაინც?ღმერთმა ქნას!
ელო
29 მაისი 2020 21:16
0
დინამოს ყვეკა თამაშზე ვიყავი 1969 წლიდან 6 წლის ასაკიდან და ეს თამაშებიც დაუვიწყარია, რა გრანდები გვყავს დაჩოქებული და რა ბიჭები იყვნენ ახალკაცის თამადობით!!!! და რა ამაყები ვიყავით და გადარეულები. რა ბარსა და ბაიერნი - ყველას დავაჩოქებდით. ბაიერნმა არ გვაცალა ბოლომდე და მოედნიდან რომ გაგვექცა ალბათ ბევრს გახსოვთ თავისი ფრანცით და ბრაიტნერებით, ბურთი რომ დავუმალეთ მთელი 20 წუთი! ეეხ ,,,,,
rei
29 მაისი 2020 22:37
0
ნამდვილად მახსოვს ეს თამაშები.უშუალოდ ტრიბუნებიდან ვუყურებდი, ვეთანხმები ავტორს. იტალიელებს მართლა აშკარად ვჯობდით, კლასით უბრალოდ მაღლა ვიყავით. აი, გერმანულ ჰერტასთან მართლა დამწყდა გული... უდიდესი უპირატესობა და მხოლოდ 1-0... ახლა აზერბაიჯანის და ყაზახეთის კლუბების დონეზე ვოცნებობთ
merabi-1960
29 მაისი 2020 17:52
1
იტალიური გუნდები ქართულებს გავდნენ რა ტრიპაჩობაა(დაწერე ქართული გუნდები გავდნენ იტალიელაბსო ისე წერ ვითომ 4ჯერ ჩემპიონები ქართველები ვართ და იტალიელებო ჩვენს სტილშ თამაშობდნენ)მიუხედავად იმისა რო ძალიან მაგარი თაობა იყო ძლიერი ინდივიდუალისტებით
L.J.
29 მაისი 2020 17:51
38
რამდენი წლის ხარ?...
ნიკა
31 მაისი 2020 12:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული