საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

AutoSharing Option
სპორტულმა საიტმა prosto-sport.com-მა თავისი ვერსიით საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო გუნდად 1981 წლის ნაკრები დაასახელა, რომელშიც 5 ქართველი თამაშობდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 წავიდა...

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში სსრკ-ს ძლიერი გუნდი ჰყავდა და მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს ამარცხებდა - გერმანიასა და უნგრეთს. ამ გუნდმა ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო, თუმცა ის, ძირითადად, "სპარტაკის" ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. 1960 წლის გუნდი უფრო ინტერნაციონალური იყო. ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების მიუხედავად, ნაკრები მაინც არასტაბილური იყო.

რითი იყო გამორჩეული 1981 წლის სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრები? პირველ რიგში, იმით, რომ ის
3 საბაზისო გუნდს ეყრდნობოდა: მოსკოვის "სპარტაკს", კიევისა და თბილისის "დინამოებს". სწორედ ეს გუნდები იყვნენ საუკეთესოები საბჭოთა კავშირში და ბევრი ძალიან მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავდათ.

ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელობა "სპარტაკის" დამრიგებელ კონსტანტინ ბესკოვს ანდეს, ასისტენტებად კი ნოდარ ახალკაცი და იური ლობანოვსკი დაუნიშნეს. ცხადია, ამ გადაწყვეტილების საფუძველი ბალანსის დაცვა იყო...

ბესკოვი ნაკრების სათავეში 1979 წელს დანიშნეს, მას შემდეგ, რაც გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარუმატებლად გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის მთავარი მიზანი მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე წამატებულად გამოსვლა იყო, თუმცა მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ვერაფერს მიაღწია. მაგრამ ბესკოვს ეს აპატიეს და ეროვნული გუნდის სათავეში დატოვეს... ახლა მას ნაკრები ესპანეთში გასამართ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადებინა.

ბესკოვმაც ახალი შემადგენლობა დააყენა (ოლიმპიადაზე, მოგეხსენებათ, საუკეთესოები არ თამაშობდნენ) და პირველი მატჩი 1980 წლის 1-ელ აგვისტოს ჩაატარა უნგრეთთან, რომელიც სსრკ-მ 4:1 მოიგო. შემადგენლობაში 5 სპარტაკელი, 3 კიეველი და 2 თბილისელი იყო. გოლები ბლოხინმა, ბურიაკმა, როდიონოვმა და სულაქველიძემ გაიტანეს. ამას მსოფლიო თასის შესარჩევის თამაშები მოჰყვა ისლანდიასთან - გასვლაზე გუნდმა ძლივს მოიგო 2:1, სახლში კი ჩრდილოელები გაანადგურა - 5:0.

ბესკოვი 5-3-2 სქემით თამაშობდა. მეკარე რენატ დასაევი იყო ("სპარტაკი"). დაცვის ცენტრში ალექსანდრე ჩივაძე იდგა, სსრკ-ის 1980 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მის ოდნავ წინ იყვნენ ვაგიზ ხიდიატულინი და "სპარტაკის" კაპიტანი ოლეგ რომანცევი, რომელსაც სსრკ-ის ნაკრების კაპიტნის სამკლავურიც გადასცეს... რომანცევმა ბესკოვი გააბრაზა და მის ადგილას კიეველი სერგეი ბალტაჩი დააყენა. მარცხენა ფლანგზე თენგიზ სულაქველიძე იდგა. მარჯვნივ - ვლადიმირ ბესონოვი, რომელიც მოგვიანებით კიეველმა ანატოლი დემიანენკომ შეცვალა, აშკარად სჯობდა...

ცენტრალურ ნახევარმცველებად ბესკოვი ორ სპარტაკელს ათამაშებდა - სერგეი შავლოსა და იური გავრილოვს, თუმცა, შავლოსადმი სიყვარულის მიუხედავად, ამ პოზიციაზე მოგვიანებით ბესონოვი დააყენა. განიხილავდნენ კიდევ ერთ ვარიანტს - კიეველ ლეონიდ ბურიაკს, რომელსაც კარგი ალტერნატივა ჰყავდა ხორენ ოგანესიანის სახით.

აი, რაც შეეხება თავდასხმას, აქ ოლეგ ბლოხინი უალტერნატივო იყო. მის გვერდით ბესკოვი ჯერ სერგეი ანდრეევს ათამაშებდა, თუმცა რამაზ შენგელიამ ყველას დაუმტკიცა, რომ არავისზე ნაკლები ფორვარდი არ იყო, არც ბლოხინზე და ბესკოვს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ყველა პოზიციაზე 2-3 ძლიერი მოთამაშე იყო, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გამორჩეული გახლავთ:

"თბილისის "დინამოს" რიგებში თამაშობდა დავით ყიფიანი - დიადი ფეხბურთელი, საოცარი "დისპეჩერი". თუმცა ის ბესკოვმა მხოლოდ ერთხელ ათამაშა ბურიაკთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში. ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა, გუნდმა უელსი ვერ დაამარცხა და ამის შემდეგ ნაკრების მწვრთნელმა თითქმის სულ დაივიწყდა ყიფიანი. არადა, ჩანდა, რომ სსრკ-ის ნაკრები ქართველის გარეშე ვერაფერს მიაღწევდა." - აღნიშნავს გამოცემა.

ავტორის თქმით, ბესკოვს კიდევ ერთი ქართული პრობლემა ჰქონდა - ეს ვიტალი დარასელია გახლდათ. მობილური, ტექნიკური ნახევარმცველი ისეთ ფეხბურთს აჩვენებდა, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, ბესკოვმა მისი იგნორი ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, 1981 წლის სსრკ-ის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდა: დასაევი - ჩივაძე, ბალტაჩა - სულაქველიძე, დემიანენკო - დარასელია, ბესონოვი, გავრილოვი - ბურიაკი - ბლოხინი, შენგელია. როგორც ხედავთ, "სპარტაკიდან" ძირითადში მხოლოდ 2 ფეხბურთელი იყო (დასაევი, გავრილოვი), ძირითად ბირთვს კიეველები (5) და თბილისელები (4) შეადგენდნენ. გამოცემის თქმით, უკრაინელები გუნდს მობილურობას მატებდნენ, ქართველები - ტექნიკას. საერთო ჯამში კი, ძალიან ძლიერი გუნდი გამოვიდა.

ეროვნული გუნდიც საოცრად თამაშობდა - ზედიზედ 5 მშრალი მატჩი ჩაატარა უელსთან (2), თურქეთთან (2) და ჩეხოსლოვაკიასთან. იმ დროს, ყიფიანის გარეშეც კი, სსრკ-ის ნახევარდაცვა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუ საუკეთესო არა.

"ბედის ირონიით, სწორედ ეს რგოლი დაშავდა ყველაზე მეტად და მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან სუსტად გამოვიდა. ტრავმა მიიღო ბურიაკმა, თუმცა ბესკოვმა ტრავმიანი ბურიაკი მაინც შეიყვანა მსოფლიო თასის განაცხადში, სრულ მზადყოფნაში მყოფ და მოტივირებულ ყიფიანზე კი უარი თქვა." - წერს გამოცემა.

ბურიაკს კი მსოფლიო თასზე 1 წუთიც არ უთამაშია (ან როგორ ითამაშებდა ტრავმიანი ფეხბურთელი?!) და ტურნირის დასრულების შემდეგ კიდევ დიდი დრო დასჭირდა ტრავმის მოსაშუშებლად.

გავრილოვი... გავრილოვმა ითამაშა და ვაი, იმ თამაშს... სსრკ-ის ნახევარდაცვამ მობილურობა და დინამიკა დაკარგა... გუნდმა ინერციით მიაღწია 1/4-ფინალურ ჯგუფამდე... თუმცა იქ ვეღარაფერი შეძლო და დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს.

სსრკ-ის ამ ნაკრებმა გულშემატკივრებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაუტოვა... არადა, შესაძლებელი იყო, 1 გადაწყვეტილებით ყველაფერი შეცვლილიყო...

არადა, მაინც როგორ უნდა წაიყვანო ყიფიანის ნაცვლად ტრავმიანი ფეხბურთელი?!. სხვაზე არაფერს ვამბობთ...

მკითხველის კომენტარები / 46 /
ბესკოვი რა შუაშია? რადგან რუსია? ლობანოვსკიმ წაიყვანა ფეხმოტეხილი ბესონოვი, ყიფოს ნაცვლად. ბესკოვს რაში ადარდებდა, კიეველი და თბილისელი. ის სპარტაკის მწვრთნელი იყო. ახალკაცი უნდა მიწოლოდა ბოლომდე და ყიფოს წაყვანა მოხერხდებოდა. აი, ესაა სიმართლე და ნუ წერთ შეგნებულად აშკარა ტყუილებს!
მგელი გერონტი
21 აპრილი 2022 17:42
0
გუცაევი....იმ დროის მსოფლიოს უძლიერესი გარემარბი...ბესკოვი არ წყალობდა ქართველებს...1964 წელს ევროპის ჩემპიონატზე არც მეტრეველი და არც მესხი არ ათამაშა..რუსული გუნდით მოიპოვა ვერცხლის მედლები....შერჩა ,,,1960 წელს კი ქართველებით ოქრო აიღეს კაჩალინის ხელმძღვანელობით...მაგრამ შოვინისტმა რუსებმა ბესკოვს ყველაფერი შეუნდეს ..1964 წელს მესხი..მეტრეველი მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები იყვნენ...იგივე გააკეთა ბესკოვმა 1982 წელს..ერთერთ ინტერვიუში კი განაცხადა ქართული ფეხბურთი ძალიან მიყვარდაო ..თვალთმაქცობის განსახიერება..ასეთივე მტერი იყო ქართველების გომელსკი კალათბურთში.....ისე არ გამიგოთ თითქოს მათ მწვრთნელობას არ ვაფასებდე ..მაგრამ....სსრკ ნაკრები იმ წლებში ბევრად მეტს მიარწევდა რომ არა ამ ორი მწვრთნელის და ფედერაციის ( სტაროსტინი ფეხბურთში) ზღვარგადასული შოვინისტობა....
ნუგზარ ნუცუბიძე
05 ნოემბერი 2020 17:21
1
მე უფრო ლობანოვსკის ვაბრალებ დათოს არ წაყვანას.არ გახსოვთ ოლიმპიადაზე არცერთი წუთი არ ათამაშა და მედალიც ვერ მიიღო ამიტომ.იქ დიდი უთანხმოება მოხდა,იძახოდნენ დაჟე წყენა რომ გამოხატა ზოგმა ფეხბურთელმა დაჟე დაბულინგება მოინდომაო და მერე ჩვენი მოჭიდავეები ხაერივნენ და ადგილზე მოსვესო ისინი(კიევის დინამოს ფეხბურთელები იყვნენ სულ.იმასაც იძახოდნენ მაშინ ბლოხინმა დათოს მხარე დაიჭირაო)ასე რომ....რაც შეე ხება ვოვას,იმ ნაკრების სათამაშო სტილში არ ჯდებოდა და იმიტომ დატოვეს,არადა ვოვასნაირი ნამდვილი კრაი,რომელიც აუტის ხაზთან თამაშობდა,თითზე ჩამოსათვლელი თუ იყო.ერთ-ერთი უძლიერესი იყო ევროპაში.მე ლიტბარსკი მახსენდება, მეტი არა
კახა ქ.
05 ნოემბერი 2020 16:56
1
იური ლობანოვსკი ვინაა?
ზაზა
05 ნოემბერი 2020 15:48
0
1964 წლის ევროპის ჩემპიონატზეც მთავარი მწვრთნელი იყო ბესკოვი. მაშინ მიშა მესხი არ წაიყვანა, მაშინაც ესპანეთში (4 გუნდი თამაშობდა ფინალურ ეტაპზე). მე, პატარა ბავშს, ასე მახსოვს უფროსების ნალაპარაკებიდან, ვითომ მესხმა ბესკოვის ქალიშვილთან ისიყვარულაო(!) და ამიტომ ჰუსაინოვი ამჯობინაო. ამ დროს 1964 წელი! დინამოს და მესხის ტრიუმფი! ისტორია ზუსტად გამეორდა 18 წელიწადში. ნათელში ამყოფოს უფალმა მიხეილის და დავითის სულები.
Alexandre
23 ივლისი 2020 23:30
0
1) ბესკოვის ქართველთ მოძულეობას საფუძველი არ აქვს ,ყველაზე მეტ ქართველს სწორედ ბესკოვისეულ ნაკრებებში აქვს ნათამაშები
2)1981 წლის სსრკ ნაკრების ნახევარდაცვის ლიდერი ბურიაკი იყო. ტრამვა განაცხადში შეყვანის მერე მიიღო
3) ბესკოვი იყენებდა 4-4-2 სისტემას დაცვაში მარჯვნივ სულაქველიძე,მარცხნივ ჯერ რომანცევი ,მერე დემიანენკო ,ცენტრში ჯერ ჩივაძე -ხიდიატულინი,მერე ჩივაძე -ბალტაჩა.თავდასხმაში ჩელებაძეც ყავდა ოლიმპიადაზე
მამუკა
12 ივლისი 2020 11:45
2
დატო იკო გენია დატოსნაირი პეხბურტელი საუკუნეჰი ერტი იბადება დიდება მის სულს ჰენგელია ხო არვიცი რა მე მსოპლიოჰი პირველ გოლეადორად მიმაჰნია დიდება მის სულს ჰივადზე არაპერს ვამბობ კიპიანი ბლოხინი ერტად ეს იკნებოდა მსპლიოჰი უდზლიერესი ტანდემი მარა რუსებს რას გაუგებ ისე ბესკოვი დიდი მცვრტნელი იკო მე მაინც ლობანოვსკის ამბები მგონია
lekso kutaisi
11 ივნისი 2020 07:29
7
ქართულად აზროვნებ და წერ ? არა მგონია, ქართული ისწავლე .....................
ომარი ბათუმი
14 ივნისი 2020 00:44
1
კლავიატურაზე [Shift]-ი არ გიმუშავებს? :)
lekso kutaisi-ს
11 ივნისი 2020 14:37
1
მე ვფიქრობ 81 წლის დინამოს მოთამაშეების შესაძლებლობები ოდნავ გაბუქულია. არველაძე, ქინქლაძე, ცხადაძე, ქეცბაიას ფორმაციის დინამო უფრო ძლიერი იქნებოდა.
81 წლის დინამო მთლიანად ახალკაცის შექმნილი და გამოძერწილი იყო. თასიც მან მოიგო
Max
10 ივნისი 2020 22:40
37
არველაძე ქინქლაძის გუნდი არ იყო ტიროლთან 5-1, რომ გაფარჩაკდა? ან ნაკრებში რას მიაღწიეს?
jjj
12 ივლისი 2020 12:18
0
არველაძე, ქინქლაძე, ცხადაძე, ქეცბაიას ფორმაცია ცოტა გადაჭარბებულია. ქეცბაია, ცხადაძე უფრო ადრე იყვნენ მაინც და ერთად ბევრი არ უთამაშიათ. არველაძე კარგი იყო, მაგრამ შენგელიასთან და გუცაევთან ვერ მოვა. ქეცბაიაც მშვენიერი და შეიძლება მოხვედრილიყო მაგ დინამოში. ცხადაძე მცველია და რას წყვეტს, ვერ ვხვდები, მაგრამ სულაქველიძეს ჯობდა თუ ჩივაძეს? ქინქლაძე საერთოდ სალაპარაკოც არაა. რა ითამაშა რომ? ერთი სეზონი სიტიში? 4 გოლი+4პასი? ვის აჯობებდა, ყიფიანს?)
gagi
15 ივნისი 2020 22:06
1
ყველა გამოხმაურება
პირდაპირ უნდა ითქვას,რომ დათო ყიფიანს უმძიმესი ტრამვა ჰქონდა გადატანილი,რომელიც მიიღო 1981 წლის ზაფხულში მადრიდის ოთხთა ტურნირზე.ერთი წლის შემდეგ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი ბესკოვისთვის მიუღებელი იყო დათოს მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან საპასუხისმგებლო ტურნირში.ხოლო ვლადიმერ გუცაევის არ მიწვევა ძალიან დიდ შეცდომათ მიმაჩნია! გუცაევს იმ დროს მადრიდის რეალში სათამაშოდ იწვევდნენ,ბესკოვმა კი მაინც რუსული საქმე გააკეთა,სხვაგვარად ვერ ახსნი ვლადიმერ გუცაევის უთამაშებლობას ესპანეთის 1982 წლის მსოფლიო თასზე.
....
10 ივნისი 2020 20:48
4
ბესკოვმა მაშინ სხვა მიზეზი დაასახელა და ტრამვა არაფერ შუაშია. მან თქვა - ოდნავ მაინც გავრილოვის ცტილში რომ თამაშობდეს გავუშვებდიო. რას იზამ შოვინიზმი სისხლში აქვთ.
zaza
11 ივნისი 2020 14:40
3
ნაკრებს ორი თავდამსხმელით ათამაშებდნენ,გამოკვეთილი ფლანგების გარეშე.იქიდან აქტურ ნახევარმცველებს უნდა შეეტიათ.ამიტომ ვოვა გუცაევს,მაინცდამაინც არ სწყალობდნენ.იშვიათად თუ გამოიძახებდნენ მსოფლიო დონის ფლანგურ თავდამსხმელს.მისი საჭიროება,ყველაზე მეტად პოლონეთთან გამოჩნდა,როცა მეტოქემ დაცვა დაიჭირა და მისი დაშლა, სწორედ ფლანგური გარღვევებით იყო საჭირო.ამას ნახევარმცველები ვერ ახერხებდნენ.უფრო მაღალი ინდივიდუალური ოსტატობა იყო საჭირო.ისეთი,როგორიც ვლადიმერ გუცაევს ჰქონდა.ყიფიანმაც ფეხი მოიტეხა მადრიდში,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ძველი ფორმა ვერ აღიდგინა,ის მაინც ერთი თავით მაღლა იდგა გავრილოვზე.თანაც წინასწარ უარი რომ არ ეთქვათ და გუნდში დაეტოვებინათ,ფორმას კიდევ უფრო აჰკრეფდა.ასე კი შეურაცხყოფილმა და გულგატეხილმა,ხელი ჩაიქნია და ფეხბურთიდან წავიდა.ბურიაკის არყოფნაში,მას შეეძლო ქართული სათამაშო შტრიხები შეეტანა ნაკრების თამაშში და გაცილებით უფრო საინტერესო ფეხბურთს ათამაშებდა ნაკრებს.ყოველ შემთხვევაში გავრილოვივით ნამდვილად არ დაიკარგებოდა.მას ხომ ამ ქვეყნად არავისი არ ეშინოდა მინდორზე.მისი პასები,ნაკრებს გაცილებით უფრო შემოქმედებითს და მობილურს გახდიდა.ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი თამაში ბრაზილიის წინააღმდეგაც.მას და ზიკოს ხომ ჩველი ანგარიშები ჰქონდათ და მატჩის წინ ზიკომ იკითხა კიდეც,ის ულვაშა ფეხბურთელი სად არისო.
სოსო
11 ივნისი 2020 13:53
0
11 კაცში იყო 5 კიევის "დინამოელი", ოთხი თბილისის "დინამოელი" და ორი მოსკოვის "სპარტაკიდან" - და ბესკოვის მიკერძოებაზე საუბრობს ავტორი, აქვე ერთიც რაში ჭირდებოდა ბესკოვს ლობანოვსკი და ახლაკაცი, მათი გენიალურობის მიუხედავად...სულაქველიძე და დარასელია თუ წაიყვანა ბესკოვმა, ყიფიანის რა ჯავრი ჭირდა, მითუმეტეს დათო ყიფიანს პირადად აქვს ნათქვამი, რომ ბესკოვი საუკეთესოა ვისთანაც მითამაშნია-ო, გუცაევსაც აქვს იგივე ნათქვამი "სპორტ-ექსპრესსთან"....რუსებს თავიანთი სიმახინჯეები ეყოფათ კიდევ რო9მ არ დავუმატოთ...ბესკოვი იყო უცნაური ხასიათის კაცი, რომელსაც გავარსკვლავებური ფეხბურთელები არ მოსწონდა, სწორედ მაგის გამო გაუშვა ხიდიატულინი გუნდიდან...თავისი ხედვა ჰქონდა, რომელმაც 1982 წელს არ გაამართლა, თუმცა პოლიტიკამაც ითამაშა დიდი როლი პოლონეთთან მატჩში განსაკუთრებით...
asurbanifasli
10 ივნისი 2020 14:21
12
ვაგიზ ხიდიატულინი,მართლაც ძალიან მაგარი ბიჭი იყო.როგორც დაიწერა,მასაც ტრავმა ჰქონდა,ძალიან ხისტი მოთამაშე იყო,თანაც სწრაფი და ტექნიკური.მაშინ ამბობდნენ,რომ ბესკოვის სიძე თუ სასიძო იყო,ერთი სიტყვით შესაძლოა ოჯახურ კონფლიქტებს გადაჰყვა.თუმცა ზუსტად არაფერი ვიცი.ყურმოკრული ამბები მახსოვს ბუნდოვნად.ის და ჩივაძე,ძალიან მაგარი წყვილი იყო,ევროპაში საუკეთესოც კი.
სოსო
11 ივნისი 2020 14:01
1
დაახლოებით იგივეს დაწერას ვაპირებდი))) ისე, ახალკაცს აქვს თავის წიგნში ამაზე. მისი ნაამბობიდან გამომდინარე, ლობანოვსკიმ დაბლოკა და არა ბესკოვმა. ბურიაკით ჩაანაცვლა, გავრილოვის მერე, რაზეც იყო ბ-ნი ნოდარი გაოგნებული, ბურიაკი მთლად გიფსით წამოიყვანაო. შეიძლება კულუარებში კი გაუგორა ბესკოვმა ლობანოვსკის კოჭი, მაგრამ მთლად მას ნუ შევახოცავთ ხელს, ლობანოვსკის ბრალი მეტია
gagi
10 ივნისი 2020 15:09
5

სიახლეები პოპულარული