რომან ფიფიამ 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართი შეუძინა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს საცხოვრებელი ფართი შეუძინა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

" დღეს 13 ივნისია. ხუთი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომამ და ერთმანეთის დახმარებამ დაგვაძლევინა სირთულეები. ვუსამძიმრებთ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ივნისის იმ მძიმე დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი იყო მაქსიმუმი გაგვეკეთებინა დაზარალებული მოსახლეობისთვის.

დინამოს ფეხბურთელები, თანამშრომლები, გულშემატკივრები, ყველანი გვერდში ედგნენ მოსახლეობას სტიქიის სავალალო შედეგებთან ბრძოლაში. წითელი ჯვრის მეშვეობით
გავუწიეთ დახმარება დაზარალებულებს და რაც მთავარია ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს შეუძინა საცხოვრებელი ფართი".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
ხო ეგ ძაან კაი ქენი , თუ უყუდე გაჭირვებულს სახლი! , მეც ვუყიდიდი რომ მქონდეს ფული !!! // შენ ის გვითხარი დინამო ლიგაზე როდის გავა? თუ ისევ ისე უნდა ჩაგვაჩოხანოს გაბალებმა და ვიღაც ოჩოპინტრე გუნდებმა??? სხვათაშორის შენი კომენტარები შენახული მაქ და უნდა აგაფარო სახეზე , სასექტემბროდ!!! იმედია არ მომიწევს ამის გაკეთება!!! / არანაირი პირადული სუძულვივილი ამ კაცის მიმართ , უბრალოდ ვბრაზდები რო არ აკეთებს ძლიერ , ლიგაზე გამსვლელ გუნდს!!! ( ბატე თუ გევიდა , დინამო რეიზა ვერ უნდა გევიდეს? რაფერ ვერ უნდა გეიაროს მაი საკვალიფიკაციო, თუ რაცხააა მაი...
Vasili
22:40 13-06-2020
15
ძალიან დასაფასებელია ეს ქმედება და პრინციპში ადრეც დაიწერა ამაზე, არაა სიახლე. ძალიან დასაფასებელია და კარგია. აქ პრობლემა სხვა რამეშია, კომენტარებს კითხულობ და გაბოროტებულია ძალიან ხალხი. ერთს ტყუილი ჰგონია და მეორე იმუქრება. მაგარი ხალხი ხართ:) ნეტავ რომელი აკეთებთ იმის მეათასედს ფეხბურთისთვის, დარწმუნებული ვარ სტადიონზეც რამდენჯერმე ხართ ნამყოფი. წარმატება ამ ადამიანს და დინამოს. მე მჯერა!!
გურამი
01:11 14-06-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული