"კავკასიელი მარადონა" - იტალიური Sky Sports ქინქლაძეზე წერს

AutoSharing Option
იტალიური Sky Sports-ი სტატიას აქვეყნებს იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებსაც მსგავსი სტილის გამო მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მარადონას ადარებდნენ და ერთ-ერთ ასეთ ფეხბურთელად გიორგი ქინქლაძეს ასახელებს.

აი, რას წერს საიტი ქართველის შესახებ:

"გიორგი ქინქლაძე - კავკასიის მარადონა. ამ მეტსახელის შერქმევის მიზეზი მისი საოცარი დრიბლინგი იყო, რომლის წყალობითაც ის "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივართა კერპად იქცა.

ქინქლაძის კარიერით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ "სიტის" დონეზე არ უთამაშია. ის ისეთ კლუბებში გამოდიოდა, როგორებიც "ბოკა ხუნიორსი" და ამსტერდამის "აიაქსი" გახლავთ.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ტალანტი ბოლომდე ვერასდროს რეალიზდა, ძალიან
ბევრი ადამიანია, რომლ
ებიც გეტყვიან, რომ ქართველი უდიდესი ნიჭით იყო დაჯილდოებული."



GIORGI KINKLADZE, il Maradona del Caucaso. A valergli l'appellativo fu l'eccellente capacità nel dribbling, caratteristica che lo rese un idolo anche tra i fan del City. Ma la discreta carriera costruita dal georgiano lo vide protagonista anche in altri top club come Boca Juniors e Ajax. Le sue qualità, tuttavia, non emersero mai del tutto ma c'è chi giura che avesse un talento fuori dal comune
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მარადონასგან ძალიან შორსაა. მარადონას, რომ შეგადარონ ვარსკვლავი მაინც უნდა იყო
gio
15 ივნისი 2020 17:16
3
მარადობნა არა კიდე...

ქინქლაძე როგორ შეიძლება მარადონას რაიმეთი შეადარო საერთოდ.
15 ივნისი 2020 16:13
8
ქინქლაძის ნიჭზე არავინ არ დავობს, მაგრამ რეალურად ფეხბურთი არ უთამაშია. სიტიში პირველი სეზონი კი დაუწყო კარგაა და ეგაა და ეგ. მერე შემდგომ წლებში მოედანზე მხოლოდ დადიოდა და ხელფასს იღებდა. აიაქსში როგორ იქცეოდა არ გახსოვთ? გაიბინძა, ლიტმანენი რასტოამ ჩემს პოზიციაზეო. მე მინდაო. ფრთაზე რატო დამაყენაო მწვრთნელმა. ხოდ აამოკრეს პანღური იქედან ეგრევე. ლიტმანენმა კი მერე ბარსელონაშიც ითამაშა. ქინქლაძის ნიჭის მქონე მოთამაშე სუპერვარსკვლავი უნდა გამხდარიყო მაგრამ ქართულ გენებს რა უყოსდ...
ბოლოს ყაზანის რუბინის და ანორთოსისის დონეზე დაეშვა და იქაც დიდი ვერაფერი თავი ვერ გამოიჩინა.
ვარჯიში და თავის დატვირთვა ამას არ უყვარდა. დისციპლინა ეკიდა. მოედანზე არ დარბოდა. აბა რაღა ფეხბურთელია.
ჯანო ანანიძე მიყვება ეხლა მაგის კვალს „წარმატებულად“.
მჭედლიძეც.
კიდევ სხვა ბევრმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა დაიღუპა თავია „ქართველობით“.
სანდრო იაშვილი გახსოვთ? სუპერნიჭის მქონე თავდამსხმელი. შოთა არველაძე უნდა შეეცვალა და მთავარი მოთამაშე უნდა გამხდარიყო ნაკრებში, მაგრამ გადაყვა მაიმუნობას და დღეს არის ხელცარიელი.შვეიცარიის სუსტი გუნდიდადანაც კი ერთ წელიწადში გამოაგდეს. ბოლოს ბოლნისის სიონში დაჩანჩალევბდა უაზროდ. გაანიავა ასეთი ნიჭი.
ქართული მიდგომით ძლიერი ფეხბურთელი ვერ გამოხვალ. ნიჭი არ კმარა.
ჯერი
15 ივნისი 2020 12:55
2
მე პირადაად ამათ გამო შემიყვარდა ფეხბურთი, მერე აღმოვაჩინე , ბექემები და ზეედორფები და ა.შ....../ მეც მწყდება გული, სულ მარცხი მახსოვს და რამოდენიმე მოგება, სულ ის მახსოვს, როგორ უჯიგროდ და უგულოდ თანაშობდნენ, ჩამოდიოდნენ ჩაბნელებულ ქვეყანაში და ხალხი ამათ გამო სტადიონს ავსებდაა და გვეიმედებოდნენ!!! , ესენი კიდე ახლობლების სანახავად უფრო იყვნენ ჩამოსული და სამარიაჟოდ ვიდრე , ფეხბურთის სათამაშოდ , რო გამოსულიყვნენ მინდორზე და ყველაფერი გაეკეთებინათ რაც შეეძლოთ! ზოგი უფისციპლინო იყო!! ზოგი ზარმაცი, და ზოგი ფეხებს უფრთხილდებოდაა, ჩანდა ეს ყველაფერი კარგად! მხოლოდ რამოდენიმეს თუ ჩამოვთვლით რო სტაბილურად ერთიდაიგივე შემართებით იბრძოდნენ ყველა თამაშში! ეს ნიჭიერი ნაკრები გასახდელშივე აგებდა! იმიტომ ტო ევროპაზე და ევროპელზე რაღაც არაამქვეყნიური , რაღაც ზეაღმატებული ადამიანის შთაბეჭდილება ქონდათ, ამ კომუნისტებს!! და მენტალურად აგებდნენ!!! // ეხლადელ ინტერვიუებს გადაავლეთ თვალი, როცა ეკითხებიან ნაკრებთან ერთად რატომ ვერ დადეს შედეგი?! მოუსმინეთ მაგათ პასუხებს, გულის ტკივილით და დანანებით ყველა აღიარებს რო ნაკრები იყო რაღაც მეორე-მესამე ხარისხოვანი, ანუ საკლუბო დონე იყო ამათვითვის ყველაფერი, და სანაკრებო შეკრება იყო ჰოლიდეი, არდადდეგები!!! ამიტომ ვერ მიახწიეთ წარმატებას,: ეს ყველა ფეხბურთელს არ ეძღვნება, 6-7 კაცის გარდა....!!!
Vasili
15 ივნისი 2020 10:43
0
სრული სიმართლეა მეგობარო!!!ამათ რომ თუნდაც ხორვატების დარი პატრიოტიზმი და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა ჰქონოდათ ნამდვილად ბევრს მიაღწევდნენ!!! ყველა ფეხებს უფრთხილდებოდა,საკლუბო დონეზე "მაყუთი" რომ არ დაეკარგათ,ქეცბაიას,ცხადაძის და კიდევ რამდენიმე გამონაკლისის გარდა!!!
vasili-ს
18 ივნისი 2020 22:11
0
მაგარი ტაობა იკო და დზალიან მიკვირს ამ ტაობამ ცარმატებას რომ ვერ მიაგცია კინკლადზე არველადზე ჯამარაული რომელი ერტი ჰამოვტვალო კინკლადზე პირველად კუტაისჰი ვნახე სასცაული იკო დზალიან მაგარი გული მცკდება რომ ამ მარტლაც გენიოსმა რეალიზება ვერ მოახდინა ტავის ტავის
lekso kutaisi
15 ივნისი 2020 09:48
0
არასწორია-ბოკა ხუნიორსის შემადგენლობაში გიორგი ქინქლაძეს ოფიციალურ მატჩში არასდროს მონაწილეობა არ მიუღია.ბოკა ხუნიორსში სინჯებზე ყოფნისას მხოლოდ ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
....
14 ივნისი 2020 19:44
0
ლათინებს მრავალი ჩვენი მოგვარე ჰყავთ: ბოკერია,ლომაია,ბარათელი და ა.შ. იქნებ და იტალიელ ან ჩვენს ჟურნალისტებს აერიათ და მართლაც არსებობს სხვა გიორგი ქინქლაძე?
....
15 ივნისი 2020 08:58
3
რაიო...? ბოკა ხუნიორსიოო...???
....
14 ივნისი 2020 19:24
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული