ლევან მჭედლიძემ თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
30 წლის თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონმა თავისი "ფეისბუქით" გაავრცელა.

"ლევან მჭედლიძესა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და თავდამსხმელმა "დინამო" დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლევანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში".

მჭედლიძე გასული წლის სექტემბერში "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და მას შემდეგ 1 გოლი გაიტანა - ბათუმის "დინამოსთან" თავის გუნდს ფრე მოუპოვა და ამან დედაქალაქელთა მიერ ოქროს მედლების მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა.

ლევანი ადრე "ემპოლისა" და "პალერმოს"
ღირსებას იცავდა, საქართველოს ნაკრებში კი 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

ჯერ ცნობილი არ არის, სად გააგრძელებს მჭედლიძე კარიერას.

altნოჩერინო: მჭედლიძე რეჟიმს არ იცავდა; ვინც იცავდა, იმათ კარიერას დაეტყო

altმჭედლიძის დუბლი "ინტერის" კარში - "ემპოლიმ" სარის ბოლო მატჩი გაიხსენა [VIDEO]

altლევან მჭედლიძე "კალიარის" სპორტულ დირექტორს: დაგპირდი, დიდი ფეხბურთელი გავხდებოდი, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ

alt"კალიარის" სპორტული დირექტორი: ჩემი სინანული? ერთი, მხოლოდ ერთი - ლევან მჭედლიძე!

altეროვნული ლიგა. XXX ტური: ლევან მჭედლიძემ თბილისის "დინამო" ბათუმში წაგებისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
მჭედლიძე წავიდა სად? ანანიძე წავიდა სად? რატომ გვამყოფებთ საინფორმაციო ვაკუუმში. სპორტული ჟურნალისტები არ გავხართ დანარჩენ ჟურნალისტურ სამყაროს,რომლებიც იბრძვიან რამე მოიპოვონ, არა აქვს მნიშვნელობა,მართალი იქნება თუ ტყუილი,აურევენ ერთმანეთში და წარმოგიდგენენ დაკუპაჟებულ კოქტეილს,სამაგიეროდ იწერენ ქულებს. თქვენ?
vax-vax
03 ივლისი 2020 14:25
0
გამარჯობის თქმაც ვერ მოასწრო რო ნახვამდის დაიძახა დაისვენო ჯობია .
ქუთაისელი
03 ივლისი 2020 13:55
0
არადა რა ამბიციებით მოვიდა და რა წარდგენები მოუწყვეს. ფიფია ერთხელ გვაღირსე ნორმალური გუნდი ნორმალური მწვრთნელით ისე რო 1 წელში არ დაშალო ვაა
კა
03 ივლისი 2020 12:20
0
ან მოსვლა რა იყო ან წასვლა. :)
zak
03 ივლისი 2020 10:42
0
იმდენი ითამაშა რომ დაიღალა.
კახა ქ.
03 ივლისი 2020 10:27
0
ამდენი ტრამვა, მგონი რეკორდი მოხსნა!!! სად გადავა საინტერესოა.
Vasili
03 ივლისი 2020 03:55
0
ფიფიას ქარვასლიდან ყველა გარბის და მარტო ფიფია რჩება
დათო30
03 ივლისი 2020 00:06
9
ისე რა უცნაურია, ყავას გვესიმოატიურებოდა ნაკრებში და სულ იმას ვამბობდით აი მჭედლიძე რო ყოფილიყოო და 32 მატჩში 2 გოლი :-/
რა მაფიაა?
02 ივლისი 2020 21:01
5
ფორმაშიი რამდენი თამაში აქვს ჩატარებული მთელ კარიერაში ? 10-15 ? კლუბში და კარიერაში ერთად.
Piper
02 ივლისი 2020 22:16
3
მაგარი იმედი მქონდა მჭედლოს მაგრამ სამწუხაროდ ტრავმებმა თავისი ქნეს,ვურჩევდი აღარ აწვალოს ორგანიზმი და შეეშვას და დაისვენოს :(
L.J.
02 ივლისი 2020 19:43
2
ეს არასერიოზული კაცი. არაფეხბურთელი. ნული ძალისხმევა დინამოში. რა მადლობას უხდიან. ეკიდა ბოლომდე. პატივისცემას არ იმსახურებს. ანანიძე 2.
გენა
02 ივლისი 2020 19:42
19
სოსოს

მჭედლიძემ არც კი სცადა დინამოში.არანაირი ძალისხმევა არ გამოუჩენია. ამაზე მწყდება გული. თავი არ შეიწუხა. არ გამოუვიდა კი არა, არ ითამაშა. ამიტომაა არაფეხბურთელი.
გენა
02 ივლისი 2020 22:35
3
მადლობას რომ უხდიან,მათზე კარგად ჩვენ ვიცით,ეკუთვნოდა თუ არა მადლობა?აგერ ნიკამაც,სულ ორი თამაში ჩაატარა ბათუმში და წავიდა,მაგრამ არ ეკუთვნოდა მადლობა?ყველაფერზე ქუჩაში ხომ არ დაიწყებენ ლაპარაკს?კაცი საცდელს რომ სცდის,გინდაც არ გამოუვიდეს,მაინც უნდა დაუფასო მცდელობა.
სოსო
02 ივლისი 2020 20:55
7
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული