ლევან მჭედლიძემ თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
30 წლის თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონმა თავისი "ფეისბუქით" გაავრცელა.

"ლევან მჭედლიძესა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და თავდამსხმელმა "დინამო" დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ლევანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში".

მჭედლიძე გასული წლის სექტემბერში "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და მას შემდეგ 1 გოლი გაიტანა - ბათუმის "დინამოსთან" თავის გუნდს ფრე მოუპოვა და ამან დედაქალაქელთა მიერ ოქროს მედლების მოპოვებაში დიდი როლი ითამაშა.

ლევანი ადრე "ემპოლისა" და "პალერმოს"
ღირსებას იცავდა, საქართველოს ნაკრებში კი 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

ჯერ ცნობილი არ არის, სად გააგრძელებს მჭედლიძე კარიერას.

altნოჩერინო: მჭედლიძე რეჟიმს არ იცავდა; ვინც იცავდა, იმათ კარიერას დაეტყო

altმჭედლიძის დუბლი "ინტერის" კარში - "ემპოლიმ" სარის ბოლო მატჩი გაიხსენა [VIDEO]

altლევან მჭედლიძე "კალიარის" სპორტულ დირექტორს: დაგპირდი, დიდი ფეხბურთელი გავხდებოდი, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ

alt"კალიარის" სპორტული დირექტორი: ჩემი სინანული? ერთი, მხოლოდ ერთი - ლევან მჭედლიძე!

altეროვნული ლიგა. XXX ტური: ლევან მჭედლიძემ თბილისის "დინამო" ბათუმში წაგებისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
მაგარი იმედი მქონდა მჭედლოს მაგრამ სამწუხაროდ ტრავმებმა თავისი ქნეს,ვურჩევდი აღარ აწვალოს ორგანიზმი და შეეშვას და დაისვენოს :(
L.J.
19:43 02-07-2020
2
მარტო ლევანის მოსვლა და წასვლა გავიგეთ სხვა ვერაფერი ვეც ვნახეთ და შევაფასეს მისი დინამოში "მოღვაწეობის" განმავლობაში
Giorgi
19:32 02-07-2020
4

სიახლეები პოპულარული