"რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!" - გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

AutoSharing Option
19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის დედა მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. რო­გორც თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მათი ოჯა­ხის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის აგ­რე­სი­ამ იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, მი­მარ­თვა გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა.

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის დედა ცი­ლის­წა­მე­ბას უწო­დებს ად­ვო­კატ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს.

"ყვე­ლამ იცით, რომ ჩვე­ნი ოჯა­ხი დღემ­დე მაქ­სი­მა­ლუ­რად იკა­ვებს თავს, რო­გორც მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ასე­ვე რა­ი­მე სა­ხის პო­ზი­ცი­ე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის აგ­რე­სი­ამ ჩვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ უკვე ისეთ ზღვარს მი­აღ­წია, რომ შვი­ლის დამ­კარ­გა­ვი მშო­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბი დავ­წე­რო ის, რა­საც გან­ვიც­დი.

მივ­მარ­თავ იმ
ხალ­ხს, ვინც და­უნ­დობ­ლად გვლან­ძღავს და გვა­ძა­გებს მხო­ლოდ იმის, გამო, რომ არ ვიქ­ცე­ვით ისე, რო­გორც მათ სურთ. რას გვთხოვთ, რას გვა­ი­ძუ­ლებთ, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გა­მო­ვა­ძი­ე­ბი­ნოთ იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც მიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჯერ კი­დევ გი­ორ­გის აღ­მო­ჩე­ნამ­დე, კი­ნო­ლო­გე­ბის­თვის ჩე­მი­ვე ხე­ლით მი­ტა­ნი­ლი ბავ­შვის ბო­ტა­სე­ბი მი­რი­ან­მა "ჩუ­მად წა­მო­ი­ღო" გა­მო­ძი­ე­ბი­დან და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის კვა­ლი და­ფა­რა? ამის მთქმელს შე­იძ­ლე­ბა რომ ნორ­მა­ლურ­მა ადა­მი­ან­მა ხელ­ში ჩა­უგ­დო სა­კუ­თა­რი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე?!

ვის­თან მთხოვთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ხალ­ხთან რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღუ­რად პირ­და­პირ ეთერ­ში ულო­ცა­ვენ დამ­ნა­შა­ვე­ებს, რომ გა­მარ­თლდე­ბი­ან და და­ნა­შა­უ­ლი არ და­უ­დას­ტურ­დე­ბათ?! რო­მელ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გა­მომ­ძიბ­ლებს" მირ­ჩევთ თა­ვი­სი უგუ­ნუ­რი ვერ­სი­ე­ბი რომ გა­ე­მარ­თლე­ბი­ნათ ჩვე­ნი ოჯა­ხი, რომ ლა­მის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს და ისიც არ უკი­თხავთ ბავ­შვი რო­გორ სრულ­ფა­სო­ვან გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­და?!"

ვის მი­ვან­დო ჩემი შვი­ლის საქ­მე, ვინც მიმ­ტკი­ცებს, რომ მოკ­ლუ­ლი შვი­ლის ცხე­დარს თურ­მე ოთხი დღე მან­ქა­ნა­ში მა­ლავ­დნენ თუ იმ ხალ­ხს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ რომ მთელ ქვე­ყა­ნას არ­წმუ­ნე­ბენ, თურ­მე მკვლე­ლე­ბის მან­ქა­ნა 6 წუთ­ზე მეტ ხანს არ ყო­ფი­ლა იმ ად­გი­ლას, რის გა­მოც მკვლე­ლო­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია?რო­მე­ლი­ერ­თი ჩა­მოვ­თვა­ლო უკვე აღარც კი ვიცი... და რა­ტომ უნდა ვენ­დო ასეთ ადა­მი­ა­ნებს, შე­გიძ­ლი­ათ ვინ­მემ ამიხ­სნათ?

მაგ­რამ რა უნდა ამიხ­სნათ თქვენ ?ვი­თომ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე­ზე დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი რომ ხართ ჩვე­ნი ოჯა­ხის, ვის ედ­რე­ბით. ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჩემი მე­უღ­ლის ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი და რომ­ლის ხელ­შიც გი­ორ­გი გა­ი­ზარ­და?! რო­მელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც გი­ორ­გის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო და სა­თუ­თი იყო, იმ კაცს ედ­რე­ბით?!

რა სი­ბინ­ძუ­რე არ და­აბ­რა­ლეთ, რა ცი­ლის­წა­მე­ბა აღარ შე­თხზეთ, რა აღარ აკად­რეთ, მხო­ლოდ იმის გამო, რომ თქვე­ნი ბინ­ძუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ჯიჯგნი არ გა­მი­ხა­და მოკ­ლუ­ლი შვი­ლი. რა­ტომ ვერ ინე­ლებთ, რომ ამ ერ­თმა კაც­მა მო­უ­ღო ბოლო თქვენს არა­და­მი­ა­ნურ ინ­ტე­რე­სებს?! რას გვერ­ჩით, რას გვე­მარ­თლე­ბით, რა­ტომ არ გვაც­დით ჩვე­ნი ან­გე­ლო­ზი შვი­ლის და­ტი­რე­ბას!

რა­ტომ უნდა ვხდე­ბო­დე იძუ­ლე­ბუ­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხო­ვო თქვენ­გან თა­ვის დაც­ვა?! იმ ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს, ვინც ჩვე­ნი ტრა­გე­დია გულ­თან მი­ი­ტა­ნა და დღემ­დე გვამ­ხნე­ვებს, გვერ­დში გვიდ­გას და ჩვენ­სა­ვით გა­ნიც­დის, მინ­და ვუ­თხრა, რომ თქვენ გვაძ­ლე­ბი­ნებთ, თქვე­ნი სი­კე­თე და მხარ­და­ჭე­რა გვაძ­ლე­ბი­ნებს, ყვე­ლას მად­ლო­ბას გიხ­დით. თუ ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით, ღმერ­თი გა­და­გიხ­დით სი­კე­თით, ის ღმერ­თი, რო­მელ­თა­ნაც ჩემი ან­გე­ლო­ზი შვი­ლის სული მი­ვი­და" - წერს შავ­ლაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ შო­რის არი­ან მო­რაგ­ბე­ე­ბი, ძი­უ­დო­ის­ტი და ფეხ­ბურ­თე­ლი. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ