ლევან კობიაშვილი: ღია სტადიონებზე გულშემატკივრები ერთი პირობით დაიშვებიან

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე მაყურებელთა დასწრების შესახებ გააკეთა კომენტარი.

"თვეზე მეტია რაც ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი დაიწყო და სპორტის სხვა სახეობებიც პარალელურად გააქტიურდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს.

სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების საკითხი დადგა. ეს ღია სტადიონებს შეეხება. ძალიან სასიხარულოა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში პროტოკოლიით განისაზღვრება გულშემატკივრის შეხვედრებზე დაშვება, თუმცა, ხაზს გავუსვამ, ეს  ქაოტურად არ მოხდება.

სტადიონზე შესვლამდე თამაშზე დამსწრეთა მსურველებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. დაცული იქნება ყველა ის ზომა, რომელიც თითოეული
გულშემატკივრის ჯანმრთელობის დაცვისათვისაა აუცილებელი,"- განაცხადა კობიაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ღადაოიბაა:))))და მატრაკვეცობა დალოცვილო შენს ჩტემპიონატში ისედაც ცოტა დადის ხალხი ბათუმს და რამოდენიმე ქალაქს თუარ ჩავთვლით.2მეტრიანი დისტანვიითკიარადინამო ლოკომოტივზე 20 მეტრიანზეც ძეგიძლიათ დასვათ.
Mosexoneli
12:15 22-07-2020
0
ეს კარგია მთუმეტეს 26 ივლისს სამტრედია დინამოს მასპინძლობს და პრტოკოლი კი არა ხალხს მაინც ვერ შეაკავებდით ნახოს ყველამ რეგიონებში როგორი დასწრებაა ეს დამტკიცდება შაბათს სამტრედიაში
dato
09:28 22-07-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული