ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ლეგანდარულმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა ბელარუსული "პრესბოლისთვის" მიცემულ ინტერიუში თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდ უსამართლობაზე ისაუბრა.

- ეს თქვენს ცხოვრებაში უსამართლობის პირველი შემთხვევა იყო?
- ამ სიტუაციას უსამართლობას ვერ ვუწოდებდი. მწვრთნელმა მაინც შემიყვანა ნაკრებში, ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. მაშინ სათადარიგოთა შორის რომ დავრჩენილიყავი...

საწყენი შემდგომ იყო. 1981 წლის სექტემბერში თბილისის "დინამო", როგორც ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, მადრიდის ტურნირზე მიიწვიეს. იქ, "რეალის" გარდა, მონაწილეობა "ბაიერნმა" და "ალკმაარმა" მიიღეს. იქ საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი.

შემდეგ კი აპრილი დადგა და ბესკოვმა და ლობანოვსკიმ ნაკრებში არც
მე მიხმეს და არც ყიფიანს. შესაბამისად, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოვხვდით. ახლა წყენით არ ვლაპარაკობ, მაგრამ ლეონიდ ბურიაკი იქ მოტეხილი ფეხით წავიდა. როდესაც ნაკრები ესპანეთში ჩაფრინდა, მის დასახვედრად მისულ ჟურნალისტებს ძალიან გაუკვირდათ, რომ შემადგენლობაში არც მე ვიყავი და არც დავითი - ეს ესპანეთში ერთი წლის წინ მოწყობილი ფურორის შემდეგ. მაშინ ბესკოვს უთხრეს: "რადგან გუცაევისა და ყიფიანისათვის არ მოიძებნა ადგილი, ეტყობა, ძალიან ძლიერი გუნდი გყავთ".

თქვენ გახსოვთ, როგორ გამოვიდა იმ პირველობაზე საბჭოთა ნაკრები. ასე რომ, ეს ყველაზე დიდი უსამართლობა იყო, რომელმაც კვალი მთელ ჩემს ცხოვრებაზე დატოვა. არა მარტო ჩემს, არამედ ყველა ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში. თუ თბილისში ჩამოხვალთ და ამ თემაზე განსჯას დაიწყებთ, თანამოსაუბრეები ფურთხებას და უცენზურო სიტყვების წარმოთქმას დაიწყებენ.

- მაგრამ მაშინ სამწვრთნელო შტაბში თქვენი "დინამოს" თავკაცი ნოდარ ახალკაცი შედიოდა...
- ის არც საწვრთნელ პროცესში და არც შემადგენლობის არჩევაში არ ერეოდა. ყველაფერს ბესკოვი და ლობანოვსკი წყვეტდნენ. ლობანოვსკის პროგრამებს იყენებდნენ, ხოლო ვარჯიშებს ბესკოვი ატარებდა. მას გენადი ლოგოფეტი და ვლადიმირ ფედოტოვი ეხმარებოდნენ.

- აბა, ახალკაცი რატომ იყო ნაკრებში?
- მაშინ ყველაფერს პარტიის ცენტრალური კომიტეტი წყვეტდა. ისინი მრავალ სისულელეს სჩადიოდნენ. ერთდროულად სამი მთავარი მწვრთნელის დანიშვნაც ამ კატეგორიიდანაა. ყველა ფეხბურთელი, თვით საშუალო დონისა, დაგიდასტურებთ, რომ თუნდაც ორი ერთნაირი მთავარი მწვრთნელის ყოფნა გუნდში არ შეიძლება. ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში შეიძლებოდა მომხდარიყო.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ესაა გენიალური საფეხბურთო თაობა, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიამ იმსხვერპლა. დიახ, მათ გასაქანი არ მისცეს ოქროს ბიჭებს. მერწმუნეთ, ის უდიდესი შედეგები, რაც მათ მაინც შეძლეს, "წვეთი იყო ზღვაში" მათ შესაძლებლობებთან. მათ მეტი და ფართო ასპარეზი სჭირდებოდათ და კიდევ უფრო გაძლიერდებოდნენ. ეს უნიკალური მოვლენაა ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში, რომ ასეთი გუნდი ერთ თაობაში შეიკვრება. სსრკ-ში იცოდნენ, რომ ამ გუნდს სანაკრებო დონეზეც ევროპის და მსოფლიოს მოგებაც შეეძლო, თუმცა არ აწყობდათ, რადგან ეს იქნებოდა მხოლოდ ქართული ტრიუმფი და არა საბჭოთა. მათ ხომ 15 რესპუბლიკიდან უნდა შეეკრათ უძლეველი გუნდი, თან დომინანტი რუსები უნდა ყოფილიყვნენ. ამაში ცდებოდნენ მწარედ და ამიტომაც გასწირეს ეს გენიალური თაობა, რომლის მსგავსი საუკუნეებში ერთიც კი სანატრელია.
სიმართლე
30 ივლისი 2020 01:33
2
გუცაევი რა თქმა უნდა იმსახურებდა 1982 წლის მსოფლიოზე თამაშს და რომ არ წაიყვანეს დიდი უსამართლობაა! რაც შეეხება ყიფიანს ის რომ 1982-ის ჩემპიონატზე ყოფილიყო ისეთი, როგორიც 1981 წელს იყო, ნამდვილად დიდ სახელს მოიხვჭდა, მაგრამ როგორც მახსოვს სეზონის მიწურულს საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო ვერ მოხვდა ნაკრბში!
aburjga
29 ივლისი 2020 12:42
18
ყიფიანმა ტრამვა მიიღო 81 წლის ზაფხულში...რამოდენიმე თვის მერე..გაზაფხულზე ის ფორმაში ჩადგა..და ყველა თამაშზე პროგრესირებდა...უმატებდა რათა დაემტკიცებინა ყველასთვის რომ.ის ნაკრების წევრობას იმსახურებდა..უმაღლეს დონეზე ჩაატარა ჩემპიონატის ბოლო თამაშები..მაგრამ ბესკოვის და ლობანოვსკის სათამაშო ტაქტიკაში ვერ ჩაჯდა...სამაგიეროდ ჩასვეს გავრილოვი..რომელიც სათამაშო კლასით და აზროვენბით ახლოს ვერ მიდიდოა ვერც დათოსთან ვერ ბურიაკთან..ესეც ვერ გამიგია ტრამვირებულ..ფეხშეხვეული ბურიაკის წაყვანა რას ემსახურებოდა...
ბუჯანგა
29 ივლისი 2020 22:03
0
ყიფიანი სპეციალურად მაგ ჩემპიონატისთვის ემზადებოდა იმ ტრავმის მერე. ინტერვიუებში ამბობდა, რომ სწორება ჩემპიონატისკენ ჰქონდა და როდესაც ნაკრებში ვერ მოხვდა, იმდენად ეტკინა გული, რომ საერთოდ წავიდა კიდეც ფეხბურთიდან
: )))))))
29 ივლისი 2020 13:24
1
დიდი სიბრიყვეა არ ინდომო სსრკ-უს მსოფლიო პრიზიორობა, მაშინ, როცა მის შემადგენლობაში 4 ქართველი იქნებოდა. როგორ? ცუდია ქართულ ფეხბურთს 4 მსოფლიო პრიზიორი ჰყავდეს?
ჟორა
29 ივლისი 2020 10:32
7
ვოვას და დათოს თუ წაიყვანდნენ, 6 ქართველი იქნებოდა...
ისე კი, იუმორის გრძნობა არ აწყენდა აქ ხალხს :)))))
უშანგი
29 ივლისი 2020 13:33
0
მიუხედავად იმისა, რომ დარასელია კარგი ფეხბურთელი იყო, მე მაინც ყიფიანს წავიყვანდი,(თუ მაინცდამაინც ბევრი ქართველი ფეხბურთელის წაყვანის პრობლემა იყო) დავითი მაინც სხვა განზომილება იყო... და ვოვა გუცაევი და რამაზ შენგელია რას იზამდნენ თავდასხმაში, ხომ წარმომიდგენია, ჰოდა ეს უნდოდათ რუსებს, ქართველების კიდევ ერთი ბრწყინვალე ბენეფისი? არ უნდოდათ და იმიტომაც არ წაიყვანეს...რუსულმა შოვინიზმა გადაწონა 1982 წლის ჩემპიონატზე რომელიმე საპრიზო ადგილის აღების, სურვილის, მცდელობა, იმედი, პროგრამა, რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ სულ ასე აკეთებდნენ ყველა დიდ ქართველ ფეხბურთელთან მიმართებაში...
თენგო
29 ივლისი 2020 09:06
2
რუსების გულშემატკივარი ნამდვილად არა ვარ, მაგრამ იმ ნაკრებში მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ და რომ არა ეს მახინჯი სამმწვრთნელა ტრიო, ნამდვილად უკეთეს შედეგს მიაღწევდნენ მიუხედავად ყიფიანის და გუცაევის არყოფნისა. ახალკაცი საერთოდ თამაშგარეში იყო, ბესკოვი და ლობანოვსკი თავთავიანთ მხარეს ექაჩებოდნენ. ჩვენებს რაც შეეძლოთ, კიდევ კარგად გამოიჩინეს თავი - შენგელიამაც შეაგდო და ჩივაძემაც
????
29 ივლისი 2020 13:33
1
მაშინდელი სპორტსმენისთვის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო ერთადერთი გზა საერთაშორისო დონეზე წარმატების მისაღწევად. ამას ალტერნატივა არც ჰქონდა და ვერც ექნებოდა. მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გელა კეტაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი და სხვები ვერ გახდებოდნენ ოლიმპიური, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები ფეხბურთში. ოთარ ქორქია, მიხეილ ქორქია, საკანდელიძე, დერიუგინი და სხვები ვერ გახდებოდნენ ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები კალათბურთში. მოჭიდავეები, მოკრივეები, სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლები დარჩებოდნენ საქართველოს დონეზე და იქნებოდნენ მაქსიმუმ საქართველოს ჩემპიონები. მოკლედ, იმ ეპოქაში და ახლაც, ადამიანს რა შანსიც აქვს, უნდა გამოიყენოს. რა თქმა უნდა, უხერხულია, საქართველოს მოქალაქე ქართველი ეროვნების ადამიანი წარმატებისთვის რუსეთის მოქალაქეობას თუ მიიღებს, მაგრამ, ეს თუ მისი შედეგისთვის საუკეთესო არჩევანია, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია და არა ვიღაც "ურაპატრიოტების". ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და მისთვის რაც არის უკეთესი, ის არის მთავარი და არა ის, მაყურებელი რას იტყვის. იმ მაყურებელს თავისი ცხოვრება აქვს, მალე დაავიწყდება სხვა, თუნდაც ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, სპორტსმენს კი თავისი ცხოვრება და რეალობა აქვს!
ზურა
29 ივლისი 2020 13:31
7
ძალიანაც კარგი რომ არ წაიყვანეს, ვოვა და დათო რომ ყოფილიყვნენ სსრუკუს ნაკრებს სულ მცირე საპრიზო ადგილის შანსი ექნებოდა და გვინდოდა სსრუკუს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი? :D
უშანგი
28 ივლისი 2020 23:24
42
ქართული სპორტის წარმომადგენელი არ არის და შენ თუ დასაკარგად ვერ იმეტებ, პირადად შენი საქმეა. უბრალოდ , შენი ქვეყნის დაუძინებელ მტერს მსოფლიო ჩემპიონს თუნდაც სიბოროტეში,არ უნდა ეძახდე და მასთან სურათს არ უნდა იღებდე. მაგით ძაან შეირცხვინა თავი და გულში რა აქვს, ნაკლებად საინტერესოა. დარწმუნებული ვარ , არც შერაზადიშვილი და არც სხვები ასეთ რამეს არ იკადრებენ.
: )))))))
29 ივლისი 2020 13:44
2
)))))-ს.გასაგებია,რისი თქმაც გინდა,მაგრამ ჯარჯი ზვიადაური,ჯერ ერთი ფაქტობრივად იძულებული იყო წასულიყო.თან მაშინ, პუტინზე ლაპარაკი კი არა,პუტინი ვინ იყო,ისიც არ იცოდა და მესამეც,ჩემი რაიონის მკვიდრია და ასე დასაკარგად ვერ გავიმეტებ.მისი ეს სიტყვები არც მე მომწონს,მაგრამ მის სიტყვებში,სიმართლის საკმაოდ დიდი წილია.პუტინი,რასაც უნდა იმას აკეთებს და ხელსაც ვერავინ უშლის.კარგია თუ ცუდი,ფაქტი ეგ არის.მთელი ნატო,რამის ერთმანეთს გადაჰკიდოს.
სოსო
29 ივლისი 2020 12:33
6
ყველა გამოხმაურება

ვოვა და დათო იმხანად მსოფლიო ვარსკვლავები იყვნენ!
ჰოდა...
დიდი, უდიდესი მოკითხვა რუსეთის იმპერიის მოყვარულ ჩემ თანამემამულეებს!
ILIA
28 ივლისი 2020 22:57
5

სიახლეები პოპულარული