ევროპა ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს, უეფას შტაბბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად ევროპა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა.

თბილისის "ლოკომოტივი" (სატრანსფერო ფასი 4,3 მლნ ევრო) საქართველოში უმასპინძლებს რუმინულ "კრაიოვას უნივერსიტეტს" (სატრანსფერო ფასი 24,25 მლნ ევრო).

თბილისის "საბურთალო" (სატრასნფერო ფასი 4,45 მლნ ევრო) გასვლაზე დაუპირისპირდება ლიმასოლის "აპოლონს" (სატრანსფერო ფასი 11,28 მლნ ევრო).

ბათუმის "დინამო" (სატრანსფერო ფასი 5,28 მლნ ევრო)  სტუმრად შეხვდება ებრაულ "აპოელ ბეერ შევას" (სატრასნფერო ფასი 9 მლნ ევრო).

სამივე მატჩი 27 აგვისტოს, მაყურებელთა გარეშე ჩაივლის.

მკითხველის კომენტარები / 22 /
დაგერხათ ვეღარანაირად ვერ მოახერხებთ მანიპულირებას ფსონებზე ყველა მოწინააღმდეგეს უპირატესობა ააქვს ფსონი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში მოგიტანთ შემოსავალს რაც ხელფეხს გიკრავთ რომ დიდი ფსონი დადოთ წინა წლებთან შედარებით როცა საკუთარი გუნდების წაგებაზე დებდით და კარგი კუში გქონდათ აგდებული კარანავირუსმა სასიკეთოც მოიტანა მოგიწევთ ბრძოლა ბოლომდე რომ უეფას პრემიები მაინც გერგოთ
კახა
22:55 10-08-2020
1
ბეერ შევა ძალიან კარგი ვარიანტია. დიდი ხანია ლიგატ ჰა'ალი პაუზაზეა, თან ბეერ შევა ძალიან დასუსტებულია, საშინლად მოუკლეს მას შემდეგ რაც ნვაკაემა და ოგუ წავიდა. გოჭივით ფუმფულა გარემარბი ყავთ. წინა წელს როგორ მოიპოვეს ევრო საგზური ვერ ვხვდები რაა.

ბათუმის შანსი არის 50-50 ზე და მჯერა ამათ შეუსრულებს ბათუმი.

აპოლონ ლიმასოლი საკმაოდ ძლიერი გუნდი მგონია ამ სამეულიდან რაც ამოვიდა.
უნივერსიტატეა კი არც სტიაუაა და არც ჩფრ კლუჟი .

წარმატებები ყველა ქართულ გუნდს.
mikhael
16:17 10-08-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული