კახა ჩხეტიანი "ტირანასთან" დაპირისპირებაზე: შანსებზე საუბარი არ მიყვარს...

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ჩემპიონ "ტირანას" შეხვდება.

ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ მატჩი თბილისში გაიმართება, თუმცა ცარიელი ტრიბუნების თვალწინ.

Sportall.ge თბილისელთა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა და წილისყრის შეფასება სთხოვა:

"ჩვენი მეტოქე ალბანეთში საკმაოდ ტიტულოვანი გუნდია. ინფორმაცია უკვე მოვიძიეთ და საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბი გახლავთ.

ჩემპიონატი საკმაოდ კარგად ჩაატარეს და მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 4 ქულით გაასწრეს. ჰყავთ 7 ლეგიონერი... ჩვენი უპირატესობა
ის არის, რომ სახლში ვთამაშობთ.

შანსებზე საუბარი მე არ მიყვარს... ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავიღებთ, ღმერთიც მოგვეხმარება და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.

ჯერ 12 აგვისტოს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს "თელავთან" და მთლიანად ამ შეხვედრისთვის ვემზადებით. შემდეგ კი ევროპა ლიგაზე ჩვენი მეტოქის პლუსებსა და მინუსებს ფეხბურთელებთან ერთად უფრო კარგად გავივლით", - გვითხრა ჩხეტიანმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხო. ეხლა ბარემ ბიძინას თავდასხმაშიც მოსთხოვეთ თამაში და გოლის გატანა კიდევ. სააკაშვილი დაცვაში დააყენეთ, მარგველაშვილი ფლეიმეუკარად და სოფელიც აშენდება)) რა ბიძინა, რის ბიძინა, ცოტა აზრზე მოდით რა!!!
ტარტაროზი
17:53 14-08-2020
0
კარგით რა! ამ კაცს ერთი დიდი ღირსება ის ქონდა რომ ტორპედოს უერთგულა და ისიც დაკარგა! ეს და მისი ტორპედოელები დინამოს მაისურით საერთოდ ვერ გამიგია რა კამანდაა!
ზურა
17:31 11-08-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული