კახა ჩხეტიანი: მიზანი ჯგუფური ეტაპია - კლუბის პრეზიდენტი დიდ პრემიებს დაგვპირდა

AutoSharing Option
"ტირანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის წინ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"გუნდში საბრძოლო განწყობაა. შანსებზე წინასწარ საუბარი არ მსურს. კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. უფლის, ჩემი ფეხბურთელებისა და ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე არ იქნებიან, დარწმუნებული ვარ, მათ ხმას გავიგონებთ.

რაც შესაძლებელი იყო, მეტოქეზე ინფორმაცია მოვიძიეთ. კარგი შემტევი ხაზი ჰყავთ, გუნდის ლიდერები ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელი არიან. მოთამაშეებთან ერთად მათი თამაში განვიხილეთ და იმედი გვაქვს, ხვალ ჩვენი ბიჭებიხალხის გასახარებლად
ყველაფერს გააკეთებენ.

ცოტა ხნის წინ ითამაშეს თასის ფინალში და ვერ ვიტყვით, რომ ცუდი კონდიციები აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი უპირატესობა ნამდვილად არ გაგვაჩნია.

ბოლო თამაში ეროვნულ ლიგაში მთლად ხარისხიანად ვერ ჩავატარეთ, რაშიც, რაღაც მხრივ, ცუდმა მინდორმაც შეგვიშალა ხელი. ხვალინდელ მატჩში კი სულ სხვა მოტივაცია გაგვაჩნია.

"კუკსის" დამარცხება თავის დროზე იოლი არ ყოფილა, გახსოვთ, როგორი მიმდინარეობაც იყო იმ მატჩში. ეს კლუბები რომ შევადაროთ, მიმაჩნია, რომ "ტირანა" უკეთესი გუნდია.

კლუბის პრეზიდენტმა მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დაგვისახა, დიდ პრემიებსაც შეგვპირდა. თუმცა თანხა მთავარი არაა, გუნდში პატრიოტები მყავს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სახელით თამაშობენ.

გაძლიერებას რაც შეეხება, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. ეს ლეგიონერი იქნება და იმედია, გუნდს გააძლიერებს.

გუნდში დიდი კონკურენციაა, თან ყველას გვსურს, რომ ლეგიონერმა თავიდანვე კარგად ითამაშოს. თუმცა პერნამბუკოს დრო დასჭირდება, ოჯახიდან შორსაა, 21 წლის ბიჭია, თუმცა ველოდებით, რომ იმ იმედებს, რაც პირველი თამაშით ჩაგვისახა, გაამართლებს.

ნიკა ნინუას წარმატებებს ვუსურვებ. მას საკმარისი ნიჭი აქვს და თუ მოინდომებს, შეუძლია პაოკი-ს ლიდერი გახდეს და საბერძნეთის ლიგაში წამყვან ფეხბურთელად იქცეს. "ბეშიქთაშში" ტრანსფერის ჩაშლის გამო რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა, იმედია, ყველაფერს დაძლევს.

ქართულ კლუბებს, პირველ რიგში, ჯგუფში მოხვედრას ვუსურვებ. ყველას ძლიერი მეტოქე შეხვდა, თუმცა ღმერთმა ინებოს, რომ სამივემ პირველივე ეტაპიც გადალახოს და ჯგუფურ ეტაპამდეც მიაღწიოს."

თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შეხვედრა "დინამო არენაზე" 19 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსიალაციას კი პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
როდის მოეშვებით ილუზიებს და დაბრუნდებით რეალობაში? როგორ უნდა მოხვდეს ჯგუფში ეს ბანდა? ბუღრიძე და კაპანაძე არიან მაგ დონის შემტევები? არ არიან სამწუხაროდ. ყველა ვხედავთ. დინამოს გოლის გამტანი არ ჰყავს. ფიფია, იყიდე კარგი თავდამსხმელი!!
გენა
19 აგვისტო 2020 10:11
0
დინამოს ბაზაზე ბალახის მომვლელადაც ვიმუშავებდი და თამაშებზე ,,აუტჩიკიც,, ვიქნებოდი, ისე მიყვარ ეს გუნდი. მომსახურე პერსონალის ასაკის ხელა ,,ბალელშიკობის,, სტაჟი მაქვს და კარგად მესმის დღევანდელი სიტუაცია, მაგრამ ბატონ ფიფიას მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა: გუნდის თამასა სადამდე გვაქვს აწეული? ჯგუფური ცოტა არ იყვეს, მაღალი მეჩვენება. არა მგონია გადავხტეთ. ყოველწლიურად ერთი ნაბიჯის გადადგმას გთხოვთ, მყარად. ან გვითხარით, რომ კოლაფსში ვართ და იცოდეთ, მაინც ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები, სიკვდილამდე და დიდ სოფელშიც.
100%
19 აგვისტო 2020 09:59
0
Tu yvelaferi sworad da gaazrebulad warinartla wesit dinamom uproblemod unda moigoss ...warmatebebi dinamos da yvela qaetul gunds evroturnirebzee
Shoti
19 აგვისტო 2020 09:34
1
Წარმატებები დინამოს წარმატებას ვუსურვებ მთელი გულით მაგრამ ეს სურდეს მეპატრონეებს? არმჯერა რადგან გუნდის ლიდერი გაყიდოს ამ ტურნირის წინ ეს მხოლოდ ბიზნესი და უტვინო ბიზნესი.
იბერიელი68
19 აგვისტო 2020 08:08
0
დინამოს ვგულშემატკივტობთ, მარა დინამომაც უნდა უგულშემატკივროს,სტადიონზე ისედაც ვერ მიდის ხალხი და ტელევიზორის ჩართვას მაინც ნუღარ შეაძულებბენ!
gorgia
19 აგვისტო 2020 07:11
0
ხვალ გორის დილა დაგლიჯავს ტირანას. დილა არაა ცუდი გუნდი.
გენა
19 აგვისტო 2020 05:38
3
წარმატებები ჩემ. მეგობარს. ჩხეტოს ბედნიერი ვარ რომ ვიცნობ ასვე დინამოს ყველა ქართულ. გუნდს
macbook pro
19 აგვისტო 2020 03:30
8
მაგრად მჯერა რო დინამო მოიგებს ხვალ
Parnavaz
19 აგვისტო 2020 02:29
9
ჩხეტო აბა რა, გულით და სულით გბალეშიკობთ, წინ დინამო
miriani
19 აგვისტო 2020 02:28
4
გული მიგრძნობს რომ დინამო დამაჯერებლად მოიგებს, 2:0 ან 3:1, ვერ დავასაბუთებ, მაგრამ ასეთი წინათგრძნობა მაქვს. საკმაოდ კარგი გუნდია და ესე სკეპტიკურად ნუ უყურებთ!! ვერცერთ რგოლს ვერ იტყვით რომ სუსტია, უბრალოდ შედარებით სუსტი ფლანგია მცველები მეჩვენება. ვნახოთ, წარმატებები ბიჭებს!!
რომელუ
19 აგვისტო 2020 01:34
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული