ქართული კლუბები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებენ - ვის აქვს წარმატების ყველაზე მეტი შანსი?

AutoSharing Option
დღეს, 27 აგვისტოს, ქართული კლუბები ევროპა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჩაატარებენ - თბილისის "ლოკომოტივი", თბილისის "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" მეორე რაუნდში გასვლას შეეცდებიან.

ლოკომოტივი


ყველაზე რთული შეხვედრა თბილისის "ლოკომოტივს" ელოდება. მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე "კრაიოვას" წინააღმდეგ "რკინიგზელები" აშკარა აუტსაიდერები არიან, თუმცა ქაღალდზე ფავორიტი ხშირად აგებს.

"კრაიოვას" მწვრთნელმა კრისტიანო ბერგოდიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლოკო" შეაქო და განაცხადა, რომ კარგ, მობილურ გუნდს ეთამაშებიან და რთული შეხვედრის მოლოდინი აქვთ.

თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმაც შეაქო მეტოქე და მისი ფეხბურთელების მაღალ დონეს გაუსვა
ხაზი. მიუხედავად ამისა, დამრიგებლის თქმით, გამოუცდელი "ლოკომოტივი" არაფრის დათმობას არ აპირებს. შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე, რომელიც სასურველი ფორმისაგან შორსაა...

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "სილქ უნივერსალი" შემოგვთავაზებს.

საბურთალო


ასევე რთული თამაში ელის ჭიაბრიშვილის ყოფილ კლუბ "საბურთალოს". საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი გასვლაზე კვიპროსულ "აპოლონს" დაუპირისპირდება.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა სოფრონის აუგუსტიმ განაცხადა, რომ ქართული გუნდის რამდენიმე თამაში ნახა და მისი აზრით, ისინი კარგად თამაშობენ. აქედან გამომდინარე, კვიპროსელთა დამრიგებელმა შემდეგ ეტაპზე გასვლის წინაპირობად შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა დაასახელა.

"ყველანი მობილიზებულნი ვართ და სერიოზულად ვემზადებით ამ მატჩისთვის. გაცნობიერებული გვაქვს თამაშის მნიშვნელობა. გუნდში საბრძოლო განწყობაა და მოახლოებულ შეხვედრას სასიამოვნო განწყობით ვხვდებით", - განაცხადა მატჩის წინ თემურ შალამბერიძემ.

"აპოლონსა" და "საბურთალოს" შორის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

ბათუმის დინამო


ექსპერტების აზრით, ქართული კლუბებიდან შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი ბათუმის "დინამოს" აქვს, რომელიც გასვლაზე ისრაელში საკმაოდ ძლიერ, თუმცა მაინც შესუსტებულ "აპოელ ბეერ შევას" ეთამაშება.

მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა იოსი აბუკასისმა ბათუმელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. განაცხადა, რომ ქართველები კარგ ფორმაში არიან, ჩემპიონატში თამაში არ წაუგიათ, კვალიფიციური ადგილობრივი და უცხოელი ფეხბურთელები ჰყავთ. გარდა ამისა, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატი, მწვრთნელის თქმით, უპირატესობას "დინამოს" აძლევს.

გია გეგუჩაძეც, ებრაელი კოლეგის მსგავსად, თავშეკავებული იყო და "აპოელს" ფეხბურთელები და სტილი შეუქო. ბათუმელთა დამრიგებლის აზრით, ძალიან რთული თამაში იქნება, თუმცა შანსები მაინც თანაბარია.

შეხვედრა 21:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩვენს გუნდებს აქვთ მხოლოდ წაგების და უთავმოყვარეობის შანსი
ბაჩი
27 აგვისტო 2020 23:40
0
ჩენი გუნდების ევროტურნირებიდან პირველივე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში მათ მთავარ მწვრთნელებს დაევალოს პროლიცენზიის კურსების ხელახლად გავლა კურსების ადმინისტრაციის ხარჯზე და ჩაუტარდეთ ტრადიციულზე უფრო მკაცრი გამოცდები
შოკირებული გულშემატკივარი
27 აგვისტო 2020 20:47
1
მეცოდებიან ისე გაბანძდებიან. საერთოდ რა საჭიროა ან ფედერაცია ან მათი დაფინანსება. უნდა გაუქმდეს საერთოდ.................
ობიექტური
27 აგვისტო 2020 20:39
4
გეთანხმები,გააუქმონ ფეხბურთის ფედერაცია და მათი ფულით დააფინანსონ მოტობურთის ფედერაცია!
რაულ გონსალეს ბლანკო
27 აგვისტო 2020 21:51
2
როგორც წესი ყველა გამოვარდება პირველივე წრეში როგორც "პრობკები". ძალიან გამეხარდება მოღალატე საბურთალოს დიდი ანგარიშით წაგება
giorgi3
27 აგვისტო 2020 20:33
2
ობიექტურად შეფასებით მხოლოდ ბათუმს, ყველაზე კარგი ლეგიონერები ბათუმდ ყავს, ამის გამო ვიძახი ბათუმს. ჩვენი ეროვნული ლიგა ჭაობს ქვევით არის, ასე რომ წინასწარ შესრულებული ვარ ყველაფერს.
დათო
27 აგვისტო 2020 18:55
0
ჯჯზკდნსზისი
კზნისს
27 აგვისტო 2020 18:48
4
მახსოვს ადრე ქართულ გუნდებს მე2 და მე 3 საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც დაუწყიათ ლიგაზე და ევროპაზეც თამაში და საკმაოდ სუსტი მეტოქებიც შეხვედრიათ ,მაგრამ ბოლო წლებში იმდენი დაეცა საქართველოს ჩემპიონატის რეიტინგი ,რომ უკვე პირველი ეტაპიდანვე განთესილ გუნდებს ვხდებით.
ზაზა
27 აგვისტო 2020 18:24
0
მე არ მახსენდება ოდესმე პირველივე ეტაპზე სამივე ქართულ გუნდს ასეათი ძლიერი მეტოქები დაპირსპირებოდნენ. ეს არის იმის ბრალი ,რომ ძალიან დაბალი სარეიტინგო ქულები აქვს საქართველოს ჩემპიონატს წარსული ცუდი შედეგებიდან გამომდინარე ევროთასებზე. ერთადერთი ბათუმის დინამოს წარმატების მცირე იმედი მაქვს ესეც უბრალოდ გუნდის ფორუმიდან გამომდინარე.
Gio
27 აგვისტო 2020 18:18
1
დიდად არ მაქვს იმედი რომელიმეს გასვლის! შეიძლება ბათუმის დინამო? ვნახოთ რა, წარმატებები სამივეს და იმედია პირველი ტაიმის მერეც ექნება აზრი ყურებას!
ბასკი
27 აგვისტო 2020 18:02
1
თქვენ რა ხუმრობთ!? არც-ერთს არ აქვს არავითარი შანსი!რის ხარჯზე,რატომ,როგორ??ამდენი წელი ერთ წრეზე დავდივართ, ჯერ ჟურნალისტებმა ვერ დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი,ვაიდა მერე ვინმეს არ ეწყინოს...ყველამ ყველაფერი იცის მაგრამ მაინც ხალხის დაბოლება გრძელდება ვითომ მწვრთნელთა განათლება მიდის მარა ჩვენი მწვრთნელები ვერც-ერთი ვერ აკმაყოფილებს ნორმალურ,თანამედროვე დონეს. ჩვენი გუნდები 80-ანი წლების ფეხბურთს თამაშობენ ელემენტალური გუნდებმა არც უბურთოდ მოძრაობა იციან და ბურთით ხო საერთოდ.რამე შემტევ კომბინაციაზე აღარაფერს ვამბობ!ხოდა ამ ტაქტიკით შორს ვერ გავფრინდებით! სამწუხაროდ...
გულშემატკივარი
27 აგვისტო 2020 17:43
0

სიახლეები პოპულარული