ჩისკომ ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგი შეაფასა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/DINAMOTB
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა სპორტულ საიტ "live.ge-სთან" საუბრისას თბილისურ კლუბში დაბრუნებაზე და ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგის შესახებ ისაუბრა.

"ჩემთვის ამ გუნდში ყოფნა ყოველთვის ბედნიერების ტოლფასია, რადგან "დინამო" ჩემი მეორე სახლია. კლუბში არყოფნისას განშორებასაც კი ვერ ვგრძნობ. აქ ბოლოს 7 თვის წინ ვიყავი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს გუშინ იყო. კლუბის ყველა თანამშრომელი ჩემთვის ძალიან ახლობელი და დასაფასებელი პიროვნებაა, მათთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს.

რაც შეეხება ევროპა ლიგას, მოკლე დროში შეფასების გაკეთება გამიჭირდება, თუმცა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს
განიხილავს, რის შემდეგაც მეტოქის ძალისა და დონის შესახებ კონკრეტული წარმოდგენა გვექნება.

ერთი რამის თქმა კი შემიძლია, ამ ეტაპზე სუსტი გუნდები არ არიან. პირველ რიგში, ჩვენი გუნდის მენტალური მდგომარეობა უეკთესობისკენ უნდა შევცვალოთ. დანარჩენი კი მომავალში გამოჩნდება და თავის საუკეთესოდ წარმოჩენას შევეცდებით", - განაცხადა ჩისკომ.

მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელთა მეტოქე უელსის ჩემპიონი "ქონაჰ'ს ქუაი ნომადსი" იქნება. შეხვედრა 17 სექტემბერს უელსში გაიმართება.

altევროპა ლიგაზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ცნობილია

 

altჩისკომ პირველი ვარჯიში ჩაატარა - ესპანელი "დინამოში" სეზონის ბოლომდე დარჩება



 

altევროპა ლიგაზე თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქე ცნობილია

altგია ჭიაბრიშვილმა კენჭისყრის შედეგი შეაფასა

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელმა "ლოკომოტივთან" დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა



მკითხველის კომენტარები / 10 /
ეხლა თუ ეს თამაში წააგო მერე ნახეთ რეები მოხდება ესეც არვარგა და იდიოტი ყოფილა მოდით ვნახოთ ვინარის ატალანტა არავინ და არც ფეხბურთელები ყავს ვინც მაღალი დონისაა და იტყვი რომ მომავალი ვარსკვლავია უბრალოთ გუნდია შეთამაშებული და ეგაა წარმატების მიზეზი ვაცადოთ ამ კაცს დაიწყოს ნოლიდან და ააშენოს გუნდი რომელიც წარმატებას მოიტანს თავის დროზე ნუ დაიწყებთ გინებას და ნუ უწოდებთ უცოდინარს
0
ერთმა ახლობელმა მითხრა,ჩისკოს უთქვია:ვინ იყო მწვრთნელი,მწვრთნელი
იყო თუ მენახირე,საფუძვლიანად არი გუნდი დანგრეულიო.
ისევ დინამოს გულშემატკივარი
07:28 01-09-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული