ომარ თეთრაძემ ქართულ ფეხბურთსა და "ლოკომოტივზე" ისაუბრა

AutoSharing Option
თბილისისა და მოსკოვის "დინამოს", ოზურგეთის "მერცხალის", "რომასა" და რუსეთის ნაკრების ექსნახევარმცველმა ომარ თეთრაძემ რუსულ TASS-თან ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელშიც ერთმანეთს მოსკოვური "დინამო" და თბილისური "ლოკომოტივი" შეხვდებიან.

"ამ შეხვედრაში ფავორიტი მოსკოვის "დინამოა", თუმცა, თუ "თეთრ-ლურჯები" მეტოქეს სათანადოდ არ შეაფასებენ, შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" გავა. "ლოკო" არაპროგნოზირებადი გუნდია: ახალგაზრდა, მებრძოლი, ფეხბურთის თამაში რომ შეუძლია. ყველა ფეხბურთელი ეცდება თავის წარმოჩენას, 1 მატჩისთვის მომზადება ყველას ხელეწიფება. არ შეიძლება მეტოქეზე ზემოდან შეხედვა, ეს საკითხი არც უნდა იდგეს.

"ლოკომოტივი" გუნდური თამაშით გამოირჩევა,
გარჩეული ლიდერი არ ჰყავთ, დისციპლინირებული, ორგანიზებული კოლექტივია და სიურპრიზის შემოთავაზებაც შეუძლია.

საქართველოს ჩემპიონატში კლუბი მიდმივად მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ქართული ფეხბურთის მთავარი ბრენდი, მართალია, თბილისის "დინამოა", თუმცა არიან ბათუმის "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო", "საბურთალოს" კარგი გუნდი ჰყავს.

საქართველოში აქცენტს ადგილობრივ ფეხბურთელებზე აკეთებენ, რადგან კვალიფიციური ლეგიონერების ჩასაყვანად ფული არ ჰყოფნით. ეს მთელ ქართულ ფეხბურთს ეხება. გასულ სეზონში ეროვნულ ლიგას ვადევნებდი თვალს, ლეგიონერები ადგილობრივებისაგან ვერაფრით გამოირჩეოდნენ", - განაცხადა თეთრაძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალზედ მოზომილი და ობიექტური კომენტარია.
გულშემატკივარი
14:44 01-09-2020
1
მართლაც რომ ობიექტური შეფასებაა. არ არის ფავორიტი ლოკომოტივი და ეს სიმართლეა. თუ ეს ეტაპიც გაიარა, ნამდვილად წარმატებად ჩაითვლება
????
12:59 01-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული