ბათუმის "დინამომ" ფლამარიონი "როტორში" გაუშვა - თუმცა, არ გაუყიდია

AutoSharing Option
ვოლგოგრადის "როტორმა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ კლუბს ბათუმის "დინამოდან" ბრაზილიელი შემტევი ჯოვინო ფლამარიონი შეუერთდა.

24 წლის სამხრეთ ამერიკელი ვოლგოგრადულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი ექნება თუ არა რუსულ კლუბს ჯოვინოს გამოსყიდვის უფლება.

ფლამარიონი "პალმეირასის" აღზრდილია. 19-წლამდე "სან პაულუს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი ჩერნოგორიულ "ლოვჩენში" გადავიდა, ნახევარი წლის შემდეგ კი ბათუმელთა ფეხბურთელი გახდა.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 8 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ი ჯოვინოს 600 000 ევროდ აფასებს და მას კონტრაქტი "დინამოსთან"
2021 წლის ბოლომდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯოვინოსთვის კარგი გადაწყვეტილებაა და პატივს ვცემ, როტორში თუ თავი დაიმკვიდრა და მეტიც გოლები გაიტანა სატრანსფერო ფასი აეწევა და ბათუმიც მნიშვნელოვან ფინანსურ დანამატს მიიღებს. მანდ თუ აიდგა ფეხი 600 ათასი მილიონებად იქცევა, მითუმეტეს ფორვარდისთვის. წარმატებები ფლამირიონს!
Toko
07 სექტემბერი 2020 22:06
0
Zura ერთი ჯოვინოს გამო,რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი აქ დასამტკიცებელი,გუნდის გავარდნა რატო უნდა გინდოდეს,როცა ჩვენი ამდენი ფეხბურთელი თამაშობს,ვერ ვიგებ...ისე კოვტალიუკი ხო გახსოვთ,დიდი ამბით წავიდა და ფეხი არ გაატოკებინეს იქ სადაც წავიდა.ხოდა ამ ჯოვინოსაც ვნახავთ რის თავი აქ.
ლ.გიო
07 სექტემბერი 2020 21:30
0
ძიან ცუდად გამოუვიდა ჯოვინოს ჩვენს მიმართ, ასეთ დროს გუნდიდან აბარგება არ არის მისასალმებელი. საჩემპიონო სეზონის დროს გუნდიდან წასვლას ნამდვილად ვერ მოვუწონებთ, ეს იმ ფონზე როცა სტადიონის გახსნა ახლოვდება დინამო თბილისთან ჯახით. იმედია სანანებელი არ გაგვიხდება არც ჩვენ და არც ფლამარიონს
გულშემატკივარი
07 სექტემბერი 2020 17:31
1
ნუ ნერვიულობ ბათუმის გულშემტკივრები ამ ეეტაბზ ებათუმი ერთი ტავით მაგლ დგას სვებზე წელს ჩემპიონია.ფიფიამ დინამო დაშალა,სანამ ააწყობს:):)ჩკვიანური ბათუმს ფული არ აწყნ მითუმეტეს ჯოვანოს გარესეც გახდება ცემპიონი აი წლის ბოლოს ევრო ტურნრებზე რუსეთის პრემიელ ლიიგის გამოცდილ ფეხბურთლე დაიბრუნებს ან მინიმუმ 1 მიონს აიგებს.რა 3 მილიონი ლარზე მეტია.ასე უნდა ისოვოს გუნდმა აბა ისე როგორ გვინდა.
mosexoneli
07 სექტემბერი 2020 18:33
1
იქნება გავარდეს როტორი, დაუბრუნდება ჯოვინო ბათუმს საევროტურნიროდ...
zura
07 სექტემბერი 2020 17:07
7
მოიცა მოიცა მოიცა და კიდევ მოიცა!!!!!გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში გუნდიდან გაუშვეს და თანაც იჯარით???თუ სურვილი ჰქონდა კლუბიდან წასვლის გაგეყიდათ მაინც!არ უნდოდა ყიდვა როტოორს? მაშინ შევთანხმდებოდი თვითონ ფეხბურთელთან რომ არ უნდათ შენი ყიდვა წლის ბოლომდე აქ დარჩი იქნებ გადაიფიქრო ან კიდევ სხვა ვარიანტი იქნება და უეჭველი გაგყიდით!აბა რა იჯარა???????
აბგდ
07 სექტემბერი 2020 17:04
4
გაუჩუქებიათ...
ლ.გიო
07 სექტემბერი 2020 16:58
3
თუ მართლაც ეგრეა ვფიქრობ კარგი გათვლაა, მას სხვა ჩემპიონატებიდანაც აკვირდებიან და თუ თავს იქ კარგად წარმოაჩენს უფრო მეტად შეეძლება გაყიდვა ბათუმს, მაგრამ არის მეორე კუთხეც ჩემპიონობა ამ დროს თუ შეიძლებოდა გაშვება როცა ერთი წრეა დარჩენილი არ ვიცი, სტადიონის გახსნაზე მაინც ეთამაშა რა იქნებოდა
გულშემატკივარი
07 სექტემბერი 2020 16:41
0

სიახლეები პოპულარული