ჭიაბრიშვილი: ეს ბიჭები იარაღსაც აიღებენ ხელში, თუ საჭირო გახდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე მოსკოვის "დინამოსთან" საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უპასუხა:

"კვარაცხელიას ძალიან ცუდად ეთამაშნენ, არ მინდა ვთქვა, რომ განზრახ გააკეთეს, თუმცა მაინც. ისე უნდა ვითამაშოთ ქართველებმა, როგორც ხვიჩა თამაშობს. ეს ჩვენს გენეტიკაშია და ფეხბურთის თამაშით უნდა ვაჯობოთ ნებისმიერი ქვეყნის გუნდს.

მე პოლიტიკაში არ ვერევი, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე ბევრია სათქმელი, თუმცა ეს სპორტია, მოედანზე ფეხბურთს ვთამაშობთ და იმედია, მეორე გუნდიც ასე ფიქრობს. მოსკოვის "დინამოს" ეთამაშება თბილისის "ლოკომოტივი", ესაა სულ. ვისაც სხვა რამ აინტერესებს,
ასეთი რამ ჩვენგან შორსაა. ჩემს ბიჭებსაც ეს ვუთხარი.

ყველა ადამიანს საკუთარი ვალი აქვს, ყველას თავისი ბრძოლა აქვს. გმირულად გარდაცვლილი ხალხი გვყავს, გვყავს გადარჩენილი გმირები. ყველას გულისტკივილია დაკარგული ტერიტორიები. რუმინელებთან მატჩის წინ გავიხსენეთ ომში დაღუპული ადამიანები. ისინი იმისთვის დაეცნენ, რათა დანარჩენ ქართველებს საკუთარი საქმე გვეკეთებინა. თუ საჭირო გახდა, ეს ბიჭები იარაღსაც აიღებენ ხელში, მაგრამ იმედია, ასეთი რამ არ მოხდება".

თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამხ.გლახუნა! გეტყობა ქართველი ხალხის ყველაზე დიდ სიმდიდრეს - ფოლკლორსაც ვერ იცნობ და არც პატივს სცემ. მაგ სიმღერის და ნაცების პარტიული ჰიმნის მეტი,უკეთესი არაფერი მოგისმენია? ქართულ მხედრულ სიმღერებზე თუ გსმენია რამე. შავლეგო მაინც არ მოგისმენია? მაგრამ,ისე ხარ ნაცში შემძვრალი.რომ სმენა და გემოვნება დაგეხშო.ასე იცის უწიგნურობამ და დღე და ღამე მობილურში ყურებამ!
დ.დ.
17 სექტემბერი 2020 17:11
1
ლოკომოტივის ბიჭები,ვიცი რომ რაც შეუძლიათ,იმაზე მეტსაც გააკეთებენ.ამიტომ წარმატებას ვუსურვებ და შორიდან ვგულვშემატკივრობ.ჩვენ, ჩვენი ვეცადოთ,ცდას ნუ დავაკლებთ და დანარჩენი ღმერთის ნებაა.
სოსო
17 სექტემბერი 2020 16:13
0
მოგება ,გაუმარჯოს ლოკოს!!
ქართველი!
17 სექტემბერი 2020 14:37
0
გაჩერდი ბიწო გაჩელდი კაცო
ავთანდილ ხაჩიძე
17 სექტემბერი 2020 14:15
0
თამაშის და საერთოდ, ყოველი თამაშის წინ ბევრჯერ ასმენინეთ ბიჭებს ს ი მ ღ ე რ ა ...,,გაუმარჯოს, გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს ...,, და ჰ ი მ ნ ი და... საჭიროა შეტევა,მუდმივი პრესინგით თამაში, თამაშის აგრესია,გოლების გატანის- მოგების მ ძ ა ფ რ ი მისწრაფება, მოკლედ- ვ ე რ შეგუება მეტოქის ბურთის ფ ლ ო ბ ი ს ა ც კი და... შედეგი დადება!
გლახუნა
17 სექტემბერი 2020 13:44
2

17 სექტემბერი 2020 13:42

17 სექტემბერი 2020 13:39
1
დღეს უდიდესი დღეა... წარმატებები ბიჭებო... ღმერთმა დაგლოცოთ...
მართა ლი
17 სექტემბერი 2020 12:55
0
ჯიგარი ხარ, ჭიაბერაშვილო!!! თუ ბიჭებმა მართლა ხვიჩასავით ითამაშეს, მაშინ ასე 11:0 უნდა მოვიგოთ (ნუ, შეცვლებიანად 14:0), რადგან ხვიჩამ ფაქტიურად მარტომ მოუგო მაგათ 1:0... ისე კი, იარაღის ხელში აღებას, ალბათ, აჯობებდა, ევროთასებზე გამსვლელ ქართულ გუნდებს თითო პერსპექტიული მოთამაშე მაინც შეგენარჩუნებინათ, თუმცა ეს უკვე სხვა ოპერიდანაა... შანსებს რაც შეეხება, რუსები უპირობო ფავორიტები არიან და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ - რაგბში წაგებას ვერ ეგუებიან და ახლა დედაქალაქური გუნდი რომ გავუბანძოთ ფეხბურთში, დახვრეტას თუ გადაურჩნენ, გადასახლება კბილებში უჭირავთ... ასე, რომ თუ სწრაფი გოლი არ გავუშვით და საჩვენო ანგარიში დიდი ხნით შევინარჩუნეთ, იარაღს და ბენზოხერხებს სწორედ რუსები წამოავლებენ ხელ-ფეხს და ჩვენი შანსიც ეგ იქნება... წარმატებები!!!
მ.ტ.
17 სექტემბერი 2020 12:55
0
სტადიონს გარეთ შეკრებილებისგან არავითარი სტვენა რუსეთის ჰიმნის დროს. ჩვენ ქართველები ვართ ! რუსები მშვიდად მივიღოთ, ვასიამოვნოთ 1-2 გოლით და მშვიდად გავაცილოთ
ALONZO
17 სექტემბერი 2020 11:36
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული