თბილისის "დინამო" უელსშია და მატჩისათვის სამზადისს შეუდგება

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "ქონას ქი ნომედთან" მატჩის ჩასატარებლად თბილისის "დინამო" უელსში ჩაფრინდა და სამზადისს შეუდგება, - იტყობინება თბილისური კლუბის საიტი:

"დინამოელები დღეს საღამოს რექსემში, რეისქურს გრაუნდზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. მასპინძელი მხარის თხოვნით, მატჩისწინა პრესკონფერენცია არ შედგება. აქედან გამომდინარე, ჩვენი კლუბის მედიასამსახური ჩისკო მუნიოსთან ინტერვიუს ცალკე შემოგთავაზებთ.

დინამოელები ბრიტანეთში 20 ფეხბურთელით იმყოფებიან: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ნოდარ იაშვილი, როდნი კლოუსტერი, საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ფილიპ ორშულა,
ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი ბუღრიძე, პერნამბუკუ, გიორგი გაბედავა და თორნიკე კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის შეხვედრა "ქონას ქი ნომედსა" და "დინამოს" შორის 17 სექტემბერს, თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება".

მკითხველის კომენტარები / 6 /
არ დაგავიწყდეთ ვისი გორისა ხართ. წარმატებები.
1981 13 მაისი
22:20 16-09-2020
0
დიდი ამბავი ამათ თუ მოუგეს ეგრევე ფიფიას 25 გვერდიანი ინტერვიუ გაიჩითება , ამ ბიჭებთანაც არ მაქვს პრეტენზია წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ... აზრიც არ აქვს წერას რა ... ფიფო წადი გაყიდე კლუბი კაცურად რააა ... იქნებ ვინმემ იყიდოს ცოტა შენზე პატიოსანმა კაცმა... ბადრი პატარკაციშვილი რა კაცი იყო ეეჰჰ ასეთ დღეში არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა მის ხელში გუნდი...
beji
01:28 17-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული