თბილისის "დინამო" უელსშია და მატჩისათვის სამზადისს შეუდგება

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე "ქონას ქი ნომედთან" მატჩის ჩასატარებლად თბილისის "დინამო" უელსში ჩაფრინდა და სამზადისს შეუდგება, - იტყობინება თბილისური კლუბის საიტი:

"დინამოელები დღეს საღამოს რექსემში, რეისქურს გრაუნდზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. მასპინძელი მხარის თხოვნით, მატჩისწინა პრესკონფერენცია არ შედგება. აქედან გამომდინარე, ჩვენი კლუბის მედიასამსახური ჩისკო მუნიოსთან ინტერვიუს ცალკე შემოგთავაზებთ.

დინამოელები ბრიტანეთში 20 ფეხბურთელით იმყოფებიან: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ნოდარ იაშვილი, როდნი კლოუსტერი, საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ფილიპ ორშულა,
ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი ბუღრიძე, პერნამბუკუ, გიორგი გაბედავა და თორნიკე კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის შეხვედრა "ქონას ქი ნომედსა" და "დინამოს" შორის 17 სექტემბერს, თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფიფიაა კონას 8,6 აქვს კუში. რას იტყვი მოვუგოთ დინამოს?
wbc
17 სექტემბერი 2020 12:13
0
დიდი ამბავი ამათ თუ მოუგეს ეგრევე ფიფიას 25 გვერდიანი ინტერვიუ გაიჩითება , ამ ბიჭებთანაც არ მაქვს პრეტენზია წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ... აზრიც არ აქვს წერას რა ... ფიფო წადი გაყიდე კლუბი კაცურად რააა ... იქნებ ვინმემ იყიდოს ცოტა შენზე პატიოსანმა კაცმა... ბადრი პატარკაციშვილი რა კაცი იყო ეეჰჰ ასეთ დღეში არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა მის ხელში გუნდი...
beji
17 სექტემბერი 2020 01:28
0
ბავშვობაში მახსოვს, დინამო რომ თამაშობდა, ქალაქში დიდი აფიშები იყო ხოლმე გამოკრული. ხომ შეიძლება რომ იგივე გააკეთონ გუნდის თავკაცებმა? თუ კაცს ინტერნეტი არა აქვს, საერთოდ ვერ გაიგებს, არის თუ არა დინამო საერთოდ. გამოაკარით, ცენტრალურ უბნებში მაინც, ბანერები თამაშის. გაკრიჟანკებული ბიზნესმენები.
სტალინი
17 სექტემბერი 2020 00:55
1
იოსებ! როგორც ყოველთვის მართალი ხარ!
ამხანაგ სტალინს.
17 სექტემბერი 2020 16:39
0
დინამოს გულშემატკივარი ვარ. არც რეალი და არც ბარსელონა არ მაინტერესებს. მიყვარდა და მიყვარს დინამო. მაგრამ როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს არც ის ვიცი ვის ეთამაშებიან და სანამ ფიფია და ასეთი უნამუსო მიდგომა იქნება არც ის მაინტერესებს ვინ მოიგებს. გამეხარდება ჩვენების მოგება რათქმაუნდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ მოგებას დასარჩენად და ამ მარაზმის გასაგრძელებლად გამოიყენებენ. ამიტომ სანამ არ შეიცვლება მიდგომა, ეს გუნდი გუნდი არაა. რაც გინდათ ის გიქნიათ. ერთადერთი ბიჭებს წარმატებები თავიანთ პირად ცხოვრებაში და კარიერაში
გადასარევი გიორგი
17 სექტემბერი 2020 00:00
1
არ დაგავიწყდეთ ვისი გორისა ხართ. წარმატებები.
1981 13 მაისი
16 სექტემბერი 2020 22:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული