თბილისის "დინამოს" მეტოქეს კორონავირუსისა და ტრავმების გამო 14 ფეხბურთელიღა დარჩა

AutoSharing Option
დღეს თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რექსემში "ქონას ქი ნომედსს" დაუპირისპირდება.

მეტოქე კლუბი თავისი საიტით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და იტყობინება, რომ ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კერძოდ, სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთის ტესტის პასუხი კი საეჭვოა. ოთხივე მოთამაშე იზოლირებულია.

კლუბმა საქმის კურსში უმალ ჩააყენა უეფა და თამაშის ჩატარების ნებართვა მიიღეს. თუმცა, ჰყავთ კიდევ ტრავმირებულები და განაცხადში მხოლოდ 14 ფეხბურთელს შეიყვანენ. უელსელები აცხადებენ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ბოლომდე იბრძოლებენ.

მატჩი "რეისქურს გრაუნდზე" თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ კორონავირუსი გაჩნდა გუნდში, უეფას ახალი რეგულაციებით თუკი ინფივცირებულ კლუბს თამაშის ნებართვას აძლევენ, ამის გასაჩივრება უფლება აქვს მოწინააღმდეგე კლუბს.
მაგ გუნდში მინიმუმ 3-4 ფეხბურთელს აქვს კორონავირუსი. სხვებთა ერთად ვარჯიშობდნენ და დიდი ალბათობით - გუნდში დარჩენილებსაც გადადებული აქვთ, უბრალოდ სიმპტომები არ დაწყეებიათ ან ეხლა ეწყებათ. აი ასეთსიტუაციაში მყოფ გუნდს უნდა ვეთამაშოთ. შესაბამისად საინტერესოა - დინამოს მენეჯმენტმა თუ მიიღო რამე ზომები ამ მხრივ?
სამართალმცოდნე
17 სექტემბერი 2020 12:19
0
კი მიიღეს... ორმეტრიანი დისტანციის დაცვით ვეთამაშებით....
მ. ტ.
17 სექტემბერი 2020 13:40
0
წარმატებები დინამოს და ლოკომოტივს
picaso
17 სექტემბერი 2020 11:10
0
მოდუნების საფუძველი არ არსებობს, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე იმათი 14 ფეხბურთელსაც უნდა უფრთხიდეთ,წარმატებები დინამოს
gio gio
17 სექტემბერი 2020 10:32
3
მგონი ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ცდილობენ.ვითომ ძალიან სუსტები ვართო...
Master
17 სექტემბერი 2020 10:24
3
აბა, თქვენ იცით ქართველებო. ჩვენც 14 შევიყვანოთ განაცხადში. არ უნდა მოვიგოთ, თორემ სირცხვილია, ავადმყოფს მოუგესო. მთავარია რაინდობა. )))
ჰაჰა
17 სექტემბერი 2020 10:05
5
თამაშის ჩვენება იგეგმება?
???
17 სექტემბერი 2020 09:32
0
უელსელებს იმხელა თანხა მოუთხოვიათ რეპორტაჟში, რომ საზმაუს ხელმძღვანელობას უთქვამს - მაგას მხოლოდ 2030 წლის ბიუჯეტში თუ ჩავსვამთ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ თხილის მოსავალმა არ დაგვაღალატაო...
დდდდდდ
17 სექტემბერი 2020 12:19
0
ამათაც თუ ვეღარ მოუგეს და :Dდდდდდდ
)))))
17 სექტემბერი 2020 09:19
0
ესენი გავლენ პლეიოფამდე და მერე ფიფია იტყვის, ნახეთ რა ვქენითო:) პლეიოფში არ შეხვდეს ტირანა თორემ ჩახდის მეორედაც:)
გოგა
17 სექტემბერი 2020 08:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული