თბილისის "დინამოს" მეტოქეს კორონავირუსისა და ტრავმების გამო 14 ფეხბურთელიღა დარჩა

AutoSharing Option
დღეს თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რექსემში "ქონას ქი ნომედსს" დაუპირისპირდება.

მეტოქე კლუბი თავისი საიტით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და იტყობინება, რომ ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კერძოდ, სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთის ტესტის პასუხი კი საეჭვოა. ოთხივე მოთამაშე იზოლირებულია.

კლუბმა საქმის კურსში უმალ ჩააყენა უეფა და თამაშის ჩატარების ნებართვა მიიღეს. თუმცა, ჰყავთ კიდევ ტრავმირებულები და განაცხადში მხოლოდ 14 ფეხბურთელს შეიყვანენ. უელსელები აცხადებენ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ბოლომდე იბრძოლებენ.

მატჩი "რეისქურს გრაუნდზე" თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები დინამოს და ლოკომოტივს
picaso
11:10 17-09-2020
0
მოდუნების საფუძველი არ არსებობს, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე იმათი 14 ფეხბურთელსაც უნდა უფრთხიდეთ,წარმატებები დინამოს
gio gio
10:32 17-09-2020
3

სიახლეები პოპულარული